„არა ღალატს!“ - სისხლიან ბანერებზე გახარიაც გამოჩნდა
„რას იძიებენ“ - ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ
სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ფაილში, რომლის სათაურიცაა „ინფორმაცია“ და რომელიც 2014 წლის 25 ივლისით თარიღდება, წერია: „მოპოვებული ინფორმაციით, მწ 25 ივლისს არქიმანდრიტი პიმენი (რომან) ქარდავა, დაუკავშირდა ალექსეი (რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი), რომელმაც მოიკითხა პ.ქარდავას აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, პ.ქარდავას სიტყვებით, ის შეხვდა ვინმე თემურს (სავარაუდოდ, თემურ შერგელია, გალის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბესარიონ აპლიას, შეხვედრა ნორმალურად ჩაიარა, რაც პ.ქარდავას თქმით, ალექსეის დამსახურებაა, პ.ქარდავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩასვლას აპირებს ქ.სოხუმში, სადაც აუცილებლად შეხვდება ალექსეის.“
„რა, რეზინის შვილები მყავს, გგონიათ?!“ - კახა კალაძე
წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი გადასცა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს
იაგო ხვიჩია - ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით
სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

ევროპა და „ვაჟკაცობა"

07.28.2021 | 12:48

ავტორი: თენგიზ აბლოთია

1990-ან წლებში, ხშირად დავდიოდი ჩეჩნეთში, სადაც ჯერ ხანმოკლე შიდა, სამოქალაქო კონფლიქტი, შემდეგ კი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობდა.
იქ გავიცანი ძალიან ბევრი ამერიკელი და ევროპელი ჟურნალისტი -ფოტო და ვიდეო ოპერატორები, სააგენტოების და ტელეკომპანიების რეპორტიორები, საგაზეთო ანალიტიკოსები.
ბევრი რამის თქმა შემიძლია მათზე, თუმცა ერთი რამ ყველაზე თვალშისაცემი იყო - ისინი, როგორც წესი, წარმოუდგენელი გამბედაობით და სითამამით გამოირჩევოდნენ.
მშვიდი, გაწონასწორებული, სრულიად უკონფლიქტო და მეგობრული ადამიანები, საოცარ რაღაცეებს აკეთებდნენ - შუა ომის დროს ფრონტის ხაზს კვეთდნენ, თვეობით იკარგებოდნენ და მერე უცბათ გამოჩნდებოდნენ, და თურმე მთელი ეს პერიოდი მთებში, პარტიზანების ბანაკებში ცხოვრობდნენ, მათთან ერთად სამხედრო ოპერაციებზე დადიოდნენ...
ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში ისინი ძალიან უწყინარები იყვნენ - არც ქურდულს აწვებოდნენ, არც „ჩემი დედას შე--ცის" იძახდნენ, არც ტონობით ღვინო დაულევიათ ვაჟკაცობის სადიდებლად.
მაგრამ ამ ცხოვრებაში ნაკლებად მოიძებნება მათნაირი გამბედავი და უშიშარი ადამიანები.
რატომ გამახსენა დღეს ეს, 25 წლის წინანდელი ამბები?
იმიტომ რომ დღეს, გაქანებული ანტიდასავლური პროპაგანდა არა მხოლოდ ლგბტ-ს ირგვლივ ტრიალებს - ეს, რა თქმა უნდა, შავრაზმელების მთავარი იარაღია - „ყველა ევროპელი პიდ....ია", თუმცა, სხვებიც არის.
ერთ-ერთი გავრცელებული წარმოდგენა, რომელიც ინერგება ქართული საზოგადოების ყველაზე ველურ და ჩამორჩენილ ნაწილში არის ის, რომ ევროპელებმა და ამერიკელებმა „კაცური თვისებები დაკარგეს".
ამ პროპაგანდის თანახმად, ყველა ევროპელი და ამერიკელი, რომელიც დაპიდა......ებას გადაურჩა, არის სუსტი, ამორფული და საერთოდ „ჩმორია".
საკითხის ამგვარი დაყენება ტრადიციულ-საბჭოთა ქართველებს ძალიან სიამოვნებთ - მათ ხომ საკუთარი თავი ვაჟკაცობის და სიმამაცის სიმბოლოდ მიაჩნიათ, და ევროპელების „ჩმორობა" მათ თვითშეფასების დონეს ერთ-ორად ზრდის - „მე კი ვარ ღარიბი, ის კი - მდიდარი, მაგრამ მე ვაჟკაცი ვარ, ის კი ჩმორი"...
რა ხდება ამ მხრივ სინამდვილეში? არის თუ არა მართლა საშუალოსტატისტიკური ევრო-ამერიკელი - დოყლაპია და სუსტი?
ამის შეფასება შეუძლებელია დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან, სადაც მკვლელობების 95%-ის მიზეზი ყოფითი, ძირითადად, უმნიშვნელო შელაპარაკებაა. ასეთი ერისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანი, რომელიც ცუდად შეგხედავთ, ცოცხალი დადის.
ამ კუთხით, დასავლეთის ერების მამაკაცები ნამდვილად „ჩმორები" არიან - მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება მოკლა ადამიანი საპარკინგე ადგილის, ან კიდევ რაიმე მზგავსი სისულელის გამო.
ევროპელების და ამერიკელების უმრავლესობა - გონებრივად ზრდასრულია, და იმას, რაზეც საქართველოში კაცს მოკლავენ, ევროპაში შესაძლოა 2 წუთი წაიკამათონ და დაიშალონ.
ევროპელი და ამერიკელი ქურდულ გაგებაზე არაა გაზრდილი და არ მიიჩნევს, რომ საჭიროა ნებისმიერ წვრილმანზე „ყველას პასუხი მოსთხოვო". სწორედ ამით და არა მხოლოდ კარგი ცხოვრებით, აიხსნება ის, რაც საქართველოს შემდეგ ნებისმიერ ევროპულ ქალაქში გვაოცებს - საოცარი სიმშვიდე და არააგრესიულობა.
ქართველები, ისევე, როგორც ყველა ჩამორჩენილი ერი, თვლიან, რომ ვაჟკაცობა ყოველდღიურ, საჩვენებელ დემონსტრირებას მოითხოვს, ძირითადად უმიზეზოდ, წვრილმანებში.
ზრდასრული და ჩამოყალუბებლი ევრო-ამერიკელი მიიჩნევს, რომ კაცური თვისებები უნდა გამოვლინდეს არა რესტორანში, არამედ იქ, სადაც ეს საჭირო და ღირებულია.
ექსტრემალურ სიტუაციაში, სადაც საჭიროა სწრაფი მოქმედება და ორგანიზებულობა, ევროპელი და ამერიკელი ქართველზე ბევრად უფრო ვაჟკაცია - იმიტომ, რომ დისციპლინირებულია, საღად აზროვნებს, ემოციებს არ აჰყვება და პანიკაში არ ვარდება.
ევროპელები ყოველთვის იყვნენ მეომრები, მაგრამ დღეს ევროპაში მშვიდობაა და მათი მეომრული ინსტინქტი მიძინებულია. უცხო ქვეყნებში მცირე ომები - ავღანეთი, სირია, ლიბია და ა.შ. - არ ითვლება - მათ საშუალოსტატისტიკური ევრო-ამერიკელისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ და იქ საომრად ძირითადად პროფესიონალები მიდიან.
კარგა ხანია ევროპელებს თავდაცვისუნარიანობა არ მოეთხოვებათ და ამან, რა თქმა უნდა ყოფით ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა - ისევე, როგორც ხანგძლივი მშვიდობის პერიოდში გაზრდილი ადამიანი განსხვავდება ომის პერიოდში ჩამოყალიბებულისგან.
თუმცა, მეომრების, მეკობრეების, მოგზაურების და ავანტიურისტების გენი არსად არ გამქრალა. დღეს არც ომია და არც ახალი მიწების აღმოჩენის შესაძლებლობა, ამიტომაც ევროპელების და ამერიკელების ეს ველური ენერგია სხვა დარგებში წავიდა.
ნახეთ რამდენი ექსტრემალია დასავლეთის ქვეყნებში - რამდენია გატაცებული სნოუბოდით, ხიდებიდან გადმოხტომით, ალპინიზმით, ექსტრემალური ველო ან მოტორბოლით, დიდ სიღრმეზე დაივინგით და სხვა საქმიანობით, რომელიც სიცოცხლისთვის უზარმაზარი და პირდაპირი რისკის შემცველია.
ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მე-10 საუკუნეში ჯვაროსნული ომის ჯარისკაცი, მე-15-ში კონკისტადორი, მე-17-ში ახალი მიწების და ოქროს განძების მაძიებელი, მე-20 საუკუნეში კი „მეორე ფრონტის" მეომარი იქნებოდა.
დღეს მშვიდობაა, ომი არ არის, და მისი ენერგია ხიდიდან ხტომაში მიდის, თავისთავად არც ენერგია და არც ვაჟკაცობა არსად გამქრალა.
ხედავთ როგორ თამაშობს ფეხბურთს გერმანიის ნაკრები? აი სწორედ ესაა. 1941 წელს ბასტიან შვაინშტაიგერი ვერმახტის ოფიცერი იქნებოდა და სტალინგრადის მიდამოებში გაიყინებოდა..
შტატებში დღეს ათასობით ეთნიკური ბანდა მოქმედებს - შავები, ყვითლები, მექსიკელები, სალვადორელები, და ა.შ. მაგრამ ყველაზე საშიშ დაჯგუფებად „არიული საძმო" ითვლება - მოტოციკლებზე ამხედრებული თეთრკანიანები.
ევროპელი და ამერიკელი არც სუსტია და არც ჩმორია. ხშირად არ რეაგირებს იმაზე, რაზე წესით უნდა ირეაგიროს. ითმენს, რადგანაც ყოფითი კონფლიქტები და მათთან დაკავშირებული აყალ-მაყალი არ უყვარს.
მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგა - ის გაცილებით უფრო ძლიერი, ორგანიზებული, მიზანდასახული, და შესაბამისად უფრო საშიშია ვიდრე არაფრის მაქნისი, 15 წლის ფსიქიკის მქონე ერები...
ისე, ქართველებო - თქვენთვის ბავშვობაში არავის უსწავლებია, რომ ტრაბახი ცუდია, და საკუთარ ვაჟკაცობაზე ზომაზე მეტი საუბარი - სწორედ ლაჩრების თვისებაა?