Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ხალხის ძალის ბრალდება ენმსა და USAID-ის პროექტს - "მცდელობა აქვთ სასამართლოზე გავლენა აღიდგინონ"

ნახვები: 651 ხალხის ძალის ბრალდება ენმსა და USAID-ის პროექტს - "მცდელობა აქვთ სასამართლოზე გავლენა აღიდგინონ"

USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის, „პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში, მასზე საელჩოსა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასამართლო ხელისუფლების მიტაცების გამუდმებული მცდელობა იყო, რასთან დაკავშირებითაც ქართული საზოგადოება ფართოდ უნდა იყოს ინფორმირებული.

„მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ შეგვაღვიძა და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა. ახლა გამოჩნდება, რისი ტრ… გვაქვს“ – ეს ფეისბუქპოსტი ეკუთვნის არა „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ღია აქტივისტს, არამედ USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის – „პროლოგის“ ხელმძღვანელის მოადგილეს, ინგა თოდრიას.

„პროლოგი“ საქართველოში უკვე მრავალი წელია, საქმიანობს. სწორედ საელჩოს ძალისხმევით ჩააბარეს 1998-2001 წლებში ე.წ. სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილს. ასევე, მათი მხარდაჭერით განხორციელდა „ნაცმოძრაობის“ მიერ სასამართლო სისტემის წმენდა 2004-05 წლებში, რომლის შედეგად კონსტიტუციის დარღვევით თანამდებობიდან ათეულობით მოსამართლე განთავისუფლდა და სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემმა მართლმსაჯულებაზე სრული პოლიტიკური კონტროლი დაამყარა. აღნიშნული წმენდის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამთ. 2004-12 წლებში სასამართლო ისე იქცა „ნაცმოძრაობის“ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, რომ საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა.

სასამართლო სისტემაზე თავდასხმა „პროლოგმა“ მხოლოდ 2015 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც სისტემა „ნაცმოძრაობის“ გავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი – პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს. დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე „ნაცმოძრაობის“ გავლენის დაბრუნებაა. შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის მთავარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის წესია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს.

მათ უნდათ, საქართველოში მიიღონ შედეგი, რომელიც ალბანეთსა და უკრაინაში უკვე მიიღეს. ორივე შემთხვევაში შეიქმნა სასამართლო სისტემის წმენდისა და ხელახალი ფორმირების მექანიზმი, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა უცხოელებს ეთქმით. ანუ სახელმწიფო თმობს სუვერენიტეტს და სასამართლოს მართვის ბერკეტებს, ფორმალურადაც კი, უცხოურ ძალას გადასცემს. შესაბამისი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, ვენეციის კომისიას არც ალბანურ და არც უკრაინულ მოდელზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.

სამაგიეროდ, საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია რამდენიმე სენატორის მიერ თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ისინი დეტალურად აღწერენ, თუ როგორ ჩაუგდეს ხელში USAID-მა, სოროსის ფონდმა და „ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტმა“ სასამართლო სისტემა ალბანეთის სოციალისტურ მთავრობას, რომელიც მთლიანად ამერიკელების მიერ კონტროლდებოდა. საინტერესოა, რომ „პროლოგის“ პროექტსაც საქართველოში USAID-ი კურირებს და „ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტი“ ახორციელებს.

არსებითად, სწორედ „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მოსამართლეების ამერიკული ვოიაჟებითა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით პერმანენტული წახალისებაა. ამგვარ მოსამართლეებს შორის არიან, მაგალითად, ნინო ბაქაქური და მამუკა წიკლაური, რომელთაგან ერთი – უხეში უდისციპლინობით, ხოლო მეორე სკანდალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

„პროლოგი“ აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არაღიარების პოლიტიკას“, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა. ასევე, „პროლოგის“ დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარკამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით.

„პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს.

საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით შედარებით დეტალურ ინფორმაციას ამ თემის შესახებ, რათა ვერავინ მიიტაცოს საქართველოს სასამართლო სისტემა და ვერავინ დააბრუნოს ის მანკიერება, რომელმაც 2004-12 წლებში ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა.

ღრმად გვწამს, რომ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვაც მხოლოდ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას შეუძლია“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა