პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი - რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი დაუჭირა საერთაშორისო საზოგადოებამ

ნახვები: 517 ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი - რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი დაუჭირა საერთაშორისო საზოგადოებამ

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა მათ შეუერთდეს ოპოზიცია და შესრულდეს 12 პუნქტი. ევროპარლამენტარის თქმით, ეს არის საკვანძო საკითხი ქვეყნისთვის.

„პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ არის, რომ არ მოხდეს პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობა. გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებული სტატუსის მინიჭების შესახებ პოლიტიკური შეცდომაა. ცხადია, ეს ქმნის მეტ პოლარიზაციას. უპირველეს ყოვლისა, თავიდან უნდა იქნას აცილებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა, პოლარიზაცია გამოიწვიოს, რადგან ერთი საკითხია, თუ რას ვიფიქრებთ აქ, თუმცა პრობლემაა ის, თუ როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს საქართველოში.

მეორე ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გარკვეული პირობების შექმნაა. ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ამისთვის გაერთიანებაა საჭირო. ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, რათა 12-ვე პუნქტი შესრულდეს, რადგან ახლა არის მომენტი, როცა არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო მანამდე. ამიტომ აქ არ არსებობს განსხვავებული სცენარი.

მთავრობამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები. ცხადია, ეს არის ლეგიტიმური არჩევნების შედეგად დანიშნული მთავრობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს, ამიტომ მთავრობამ უნდა მოიწვიოს ოპოზიცია დიალოგისთვის და ოპოზიცია უნდა შეუერთდეს მას, რათა ამ დიალოგში მოხდეს იმ შესაძლებლობების გამორკვევა, რომელიც ამ ვალდებულებების შესასრულებლად თითოეულ მხარეს აქვს. ის, რასაც მე ვერ ვხედავ არის უცნაური იდეა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ. რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა. ხელისუფლებაში ლეგიტიმური მთავრობაა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, ქვეყნის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა მათ შეუერთდეს ოპოზიცია და მოხდეს 12 პუნქტის შესრულება. ეს არის საკვანძო საკითხი ქვეყნისთვის. არ დაკარგოთ მეტი დრო“, – აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი, რომლის კომენტარსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა