ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდთან ვიმსჯელეთ იმ დადებით ტენდენციებსა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებზე, რომლებიც უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა

ნახვები: 462 ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდთან ვიმსჯელეთ იმ დადებით ტენდენციებსა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებზე, რომლებიც უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დირექტორთან ვიმსჯელეთ საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რაც ფონდისთვის არის ასევე ძალიან საიმედო პროგნოზების საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ასეთ სწრაფ ზრდას, ასევე სტრუქტურული რეფორმების პროგრამას – გეგმას, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რომელთა მხარდაჭერითაც შევძლებთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებას.

„მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა – ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა, რომელზეც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და ასევ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები. ზოგადად, ჩვენ ასევე შევეხეთ ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს, ენერგეტიკის გამოწვევებს და ამ კუთხით, ჩვენი ახალი ინიციატივების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტიანი და ხელი შეუწყოს დამატებით ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორის განსავითარებლად, ასევე იმისთვის, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიის მეტი გენერაცია შეძლოს, შეამციროს დეფიციტი და, ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდეს, მათ შორის, განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა