ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

შალვა პაპუაშვილი - დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება

ნახვები: 459 შალვა პაპუაშვილი - დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება

დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება, კომიტეტი იმსჯელებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, წარადგინოს არგუმენტები.

„საბოლოო ჯამში, ამ საკითხის განხილვები იქნება კომიტეტში და ექნება შესაძლებლობა პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომ წარმოადგინოს მათი არგუმენტები. იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ მივიღეთ წერილობითი სახით და მათ შორის ზეპირი განმარტებები, რომელიც პრეზიდენტმა თავად გააკეთა ბრიფინგის დროსაც, თქვა რომ ეს იყო პოლიტიკური ვეტო, ანუ ნაკლებად იყო სამართლებრივად დასაბუთებული. ამიტომ, დიდი ალბათობით, სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება ამ ვეტოსთან დაკავშირებით. ამიტომ, იმსჯელებს კომიტეტი და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა