პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ოლაფ შოლცი - რუსეთთან ურთიერთობები უკრაინაში ინტერვენციამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება

ნახვები: 520 ოლაფ შოლცი - რუსეთთან ურთიერთობები უკრაინაში ინტერვენციამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება

რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება უკრაინაში ინტერვენციამდელ მდგომარეობას, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომელიც წელს სამიტს მასპინძლობს.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, „როდესაც სიტუაცია იცვლება, ჩვენც უნდა შევიცვალოთ“.

„როგორც „დიდი შვიდეული“, ჩვენ ვეთანხმებით შეფასებას, რომ საუბარია ძალიან გრძელვადიან ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას იქონიებს საერთაშორისო ურთიერთობებზე ძალიან, ძალიან დიდი ხნით. სწორედ ამიტომ, ნათელია, რომ კავშირები რუსეთთან ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როგორიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდე იყო, რადგან, როდესაც სიტუაცია იცვლება, ჩვენ ასევე უნდა შევიცვალოთ. ყველამ ძალიან კარგად იცის ეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

​გერმანიის კანცლერის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მზად არიან, მიიღონ აუცილებელი გადაწყვეტილებები.

„ჯერ გაურკვეველია, როგორ შეიცვლება მსოფლიო უახლოეს თვეებში და წლებში. თუმცა ნათელია, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეს ცვლილებები ყველაზე კარგად გადავლახოთ, თუ მჭიდროდ, ნდობით ვიდგებით და ვიმუშავებთ ერთად, რადგან გვაკავშირებს – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა. კარგია, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები და მოკავშირეები მსოფლიოში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა