ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ნატო-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა

ნახვები: 564 ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ნატო-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა

ნატო-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა, – აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უკრაინული მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობების ჩართვა სიტუაციას ვერ მოაგვარებს. პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოიწვევს გამწვავებას“, – განაცხადა ჯოანამ ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზების განბლოკვის ვარიანტების შესახებ.

ჯოანმა აღნიშნა, რომ პარტნიორები ცდილობენ, იპოვონ გადაწყვეტის სხვა ვარიანტები. მისი თქმით, მათგან პირველი არის სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ევროკავშირის ქვეყნების პორტებამდე მიტანა და ეს მარშრუტი, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, უკვე იძლევა ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ნაწილის გატანის შესაძლებლობას.

„მეორე ვარიანტი, რომელიც მართლაც ძალიან რთულია, არის შავი ზღვის გასწვრივ უსაფრთხო დერეფნების ორგანიზება. რუსეთი იქნება მათი თანაორგანიზატორი, რადგან რუსეთი მოთამაშეა ამ სცენაზე“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ამასთან, ჯოანამ დადებითად შეაფასა თურქეთის შუამავლობის მცდელობა, რომელიც თავად ნატო-ს წევრია და ასევე გაერო-ს მონაწილეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა