პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 17 ივნისს თბილისს ეწვევა

ნახვები: 516 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 17 ივნისს თბილისს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი, 14-19 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

მათი ცნობით, დონფრიდი თბილისს 17 ივნისს ეწვევა და პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენის თანაშემწე თბილისში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ხელისუფლების წევრების გარდა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება და მათთან ერთად უკრაინაში კრემლის მიერ არაპროვოცირებული ომსა და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას განიხილავს.

„მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამატებით დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკის გამრავალფეროვნებასა და წარმატებული მომავლის შენებაში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

აშშ-ის უწყების ინფორმაციით, დონფრიდის ვიზიტების მიზანი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისადმი ერთგულების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა.

ვიზიტების ფარგლებში დონფრიდი ასევე გამოხატავს აშშ-ის მზაობას, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაში და აღნიშნავს, რომ აშშ მზადაა, რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა