შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ევროკავშირის საბჭოს მიმართავენ - მოვუწოდებთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადზე

ნახვები: 558 ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ევროკავშირის საბჭოს მიმართავენ - მოვუწოდებთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადზე

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ევროკავშირის საბჭოს წევრებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებენ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც 23-24 ივნისს იკრიბებიან, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოვუწოდებთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც 23-24 ივნისს იკრიბებიან, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე, სიმტკიცე და შორსმჭვრეტელობა დღევანდელ კონტექსტში, ჩვენი ევროპელი მეზობლის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომისა და გაუარესებული საერთაშორისო გარემოს პირობებში. ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს, სოლიდარობის გამოხატვით მათ მიმართ, ვინც მხარს უჭერს იგივე იდეალებს.

უკრაინის მოქალაქეებს სურთ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა მოლოდინები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისს და იმუშაოთ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ხანგრძლივი ვალდებულება დასავლეთ ბალკანეთის მიმართ შენარჩუნებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა