IPN - „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისია დაკომპლექტების პროცესშია
War update: 133 engagements on front line over past day, Defense Forces halt 29 assaults in Pokrovsk sector
Air defense forces shoot down 156 of 183 Russian drones
Russia loses 770 soldiers in war against Ukraine over past day
Russian nighttime drone attack on Kyiv leaves two injured
Canadian combat medics show how they train Ukrainian defenders
Kremlin plans to establish total control over IT sector – intelligence
Zelensky: I hope peace can be achieved in less than year

ისრაელს, პრაქტიკულად, არ რჩება გამოსავალი, რომ მიიღოს გადამჭრელი ზომები და ჩაატაროს საფუძვლიანი წმენდა ღაზას სექტორში

13.05.2021 ნახვები: 965

ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.

ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე, მასირებულ ხასიათს ატარებდა (36 ერთეული რაკეტა), ისრაელის პოლიციისა და შეირაღებული ძალების ზუსტი კონტრ-ზომების გამო მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაბომბვებს, თითქმის მთელი თვის განმავლობაში - რამადანის დასაწყისიდან, წინ უძღოდა ისრაელის მოქალაქე არაბების ხმაურიანი და აგრესიული მსვლელობები ღამ-ღამობით იერუსალიმსა და იაფეში.

რეგიონის მკვლევარებმა და ექსპერტებმა იმთავითვე მიანიშნიეს ხმაურიანი არეულობებისა და პალესტინის პარლამენტის მოსალოდნელი არჩევნების შესაძლო კავშირზე. როგორც ცნობილია, 15 წლის შემდეგ, პალესტინაში პირველად იმართება არჩევნები. ღაზის სექტორის, ასევე, იუდეისა და სამარიის არაბ მოსახლეობას 15 წლის განმავლობაში პირველად ეძლევა ხმის მიცემის შესაძლებლობა.

წინასწარი კვლევებით, არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი არა მხოლოდ ღაზას სექტორში, არამედ, დანარჩენ ტერიტორიებზეც „ჰამსასს" ჰქონდა.

ბუნებრივია, ასეთი პერსპექტივა მიუღებელი გახლდათ, როგორც ისრელისათვის, ასევე, მაჰმუდ აბასისთვისაც და ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ იერუსალიმსა და იაფეში დააწყებული ხმაურიანი გამოსვლები ემსახურებოდა არჩევნების გადატანის იდეას, რომელსაც შემდგომ პალესტინის ხელისუფლება ისრაელის სახელმწიფოს დააბრალებდა. ისრაელი კი ამით თავიდან აიცილებდა „ჰამასის" პალესტინის ხელისუფლებაში მოსვლის საფრთხეს.

„ჰამასის" ხელისუფლებაში მოსვლის შიშით, მაჰმუდ აბასიის მიერ 22 მაისს დანიშნული არჩევნების გადატანამ იუდეასა და სამარიაში რადიკალური ჯგუფების დიდი პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ „ ჰამასის" მიერ 11 მაისს ისრაელზე განხორციელებული მასირებული შეტევა გათვლილია მხოლოდ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და, რომ კრიზისის პირობებში ნეთანიაჰუს გაუჭირდება გადამწყვეტი ზომების მიღება.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადება, რომ გაერთიანებულმა მუსლიმურმა ძალებმა უნდა აღკვეთონ ისრაელის ტერორისტული ქმედებები და საერთაშორისო მედიის, მათ შორის, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების ძალიან მოკრძალებული და ძუნწი შეფასებები „ჰამასის" გაუმართლებელ ქმედებებთან დაკვშირებით, გვაფიქრებინებს, რომ ახლო აღმოსავლეთში გაღვივებული ცეცხლის მიზეზები სცილდება ქვეყნის ლოკალურ დღის წესრიგს და დაინტერესებული გარე აქტორების ჩართულობაც არ არის გამორიცხული.

ფაქტია, რომ 11 მაისის დაბომბვის შემდეგ, „ჰამასი" პალესტინის და ისრაელის რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს და ეს ნამდვილად შეცვლის ძალთა ბალანსს პალესტინის პოლიტიკში, რადიკალების სასარგებლოდ.

ისრაელს, პრაქტიკულად, არ რჩება გამოსავალი, რომ მიიღოს გადამჭრელი ზომები და ჩაატაროს საფუძვლიანი წმენდა ღაზას სექტორში, მაგრამ ასეთივე გადამჭრელი ღონისძიებების ჩატარება მას ნამდვილად გაუჭირდება იუდეასა და სამარიაში, სადაც რადიკალურ დაჯგუფებებს, როგორც ჩანს, უკვე დიდი მხარდაჭერა აქვთ.

თუ გავითვალისწინებთ ახლო აღმოსვლეთში საგრნობად შეცვლილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო ამჯერად უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, ვიდრე მორიგი სადამსჯელო ოპერაციის განხორციელებაა.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა