ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

უკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია, დაბომბილი სკოლა, განადგურებული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკო-ში არ არის- ზელენსკი

ნახვები: 460 უკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია, დაბომბილი სკოლა, განადგურებული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკო-ში არ არის- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის იუნესკო-დან გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ სოციალურ ქსელებში სვიატოჰირსკის ლავრაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყოველი ეკლესია, ყოველი დაბომბილი სკოლა, ყოველი განადგურებული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკო-ში არ არის.

„რუსულმა არტილერიამ დღეს კვლავ განახორციელა დარტყმა სვიატოჰირსკის ლავრაზე დონეცკის ოლქში. განადგურებულია მონასტერი. ის ჯერ კიდევ 1912 წელს აკურთხეს. პირველად ის საბჭოთა ხელისუფლების დროს დაანგრიეს, შემდეგ აღადგინეს. და აი, ის რუსულმა არმიამ დაწვა. მიმდინარე კვირას, ოთხშაბათს რუსული ჭურვები ასევე აფეთქდა ლავრის ბერების კელიებში. ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი კი, მძიმედ დაიჭრა. სვიატოჰირსკი ცეცხლის ქვეშ ჯერ კიდევ მაისიდან იმყოფება. დამპყრობლებმა ზუსტად იციან, რომელ ობიექტს უხსნიან ცეცხლს. მათ იციან, რომ სვიატოჰირსკის ლავრის ტერიტორიაზე არ არის სამხედრო სამიზნეები. იციან, რომ იქ საბრძოლო მოქმედებებისგან თავს აფარებს 300-მდე მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის 60 ბავშვი. თუმცა რუსული არმია მაინც ესვრის ლავრას, ისევე როგორც მთელ დონბასსა და უკრაინის ნებისმიერ სხვა ტერიტორიას და ნებისმიერ სხვა ობიექტს, რომლისადმი ხელი მიუწვდება. მათთვის სულ ერთია, რას აქცევენ ნანგრევებად“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 31 მაისს უმაღლესმა რადამ იუნესკო-ს მიმართა რუსეთისთვის წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით და ელოდება გაერო-სა და იუნესკო-სგან ლოგიკურ და სამართლიან პასუხს.

„არც ერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არ გაუნადგურებია ევროპაში იმდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ობიექტი მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყოველი ეკლესია, ყოველი დაბომბილი სკოლა, ყოველი განადგურებული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკო-ში არ არის. რაზე შეიძლება, ელაპარაკო ბარბაროს, ტერორისტ სახელმწიფოს? იმაზე, თუ რომელი საარტილერიო ჭურვებით უკეთესია ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება? ჩვენ გაერო-სა და იუნესკო-სგან ლოგიკურ და სამართლიან პასუხს ველოდებით. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი წესდება არ ითვალისწინებს ტერორისტებთან გაერთიანებას. რუსეთის იზოლაცია უნდა იყოს სრული და მან პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა