უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი-ანჯეი დუდა

ნახვები: 561 პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი-ანჯეი დუდა

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ვარშავა დიდ ფულს დებს ჯარის გაძლიერებაში და პოლონეთის არმია საკმარისად ძლიერი გახდება, რომ რუსების „შეტევის შეეშინდეს.“

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – თქვა დუდამ.

როგორც „სიენენი“ წერს, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს. ბოლო დროს რუსეთი გარანტორად აღარ განიხილება. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა შეხედულება ამ საკითხზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა