პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ერდოღანი: თურქეთი ვერ დათანხმდება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების NATO-ში შესვლას

ნახვები: 517 ერდოღანი: თურქეთი ვერ დათანხმდება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების NATO-ში შესვლას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ გასულ კვირაში ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან დიალოგი „არ იყო მოსალოდნელი დონის“ და ანკარა არ მიესალმება „ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების“ NATO-ში შესვლას.

„მანამ სანამ თაიფ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელია, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვუთხრათ "დიახ" იმ ქვეყნების NATO-ში შესვლას, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს.

ისინი არ არიან გულახდილები ან გულწრფელები. ჩვენ ვერ გავიმეორებთ შეცდომას, რომელიც წარსულში დავუშვით NATO-ს, უსაფრთხოების ორგანიზაციის, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც მიესალმება და კვებავს ასეთ ტერორისტებს“ - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

შვედეთისა და ფინეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი გმობენ ტერორიზმს და მიესალმებიან ანკარასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ს წევრობას. იმისთვის, რომ ქვეყანა ალიანსში მიიღონ 30-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა