აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ურთიერთობებზე
National Bank demands Hungary to release Oschadbank cash-in-transit employees
Russia loses 950 troops, one air defense system in war against Ukraine over past day
Chaos in Middle East begins with Russia – Kallas
Marshal of Sejm of Poland and President of Romania discuss support for Ukraine
SSU reveals attack on Novorossiysk port: Russian frigate can no longer fire Kalibr missiles
Hungarian authorities take seven Ukrainian citizens hostage – Sybiha
MFA warns Hungary against using prisoner issue for political gain

"ვასაძე პოლიტიკაში" -რუსული სპეცოპერაცია საერო და სასულიერო ხელისუფლებების დასაპატრონებლად

06.05.2021 ნახვები: 1665

რაინდ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე განაცხადი აბსოლუტურად ლოგიკურია იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც საქართველო იმყოფება. რეალურად, წლების განმავლობაში, სათადარიგო სკამზე მყოფი ვასაძის შემოგდება პოლიტიკურ პროცესებში რუსეთმა ევროკავშირის აქტიურობის ფონზე გადაწყვიტა. ეს მოსკოვის მიერ ბრიუსელისთვის გაგზავნილი ღია გაფრთხილებაა, რომ საქართველო, რომელიც კავკასიაში გასული წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პირდაპირ არ მოექცა კრემლის გავლენის ქვეშ, მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და შარლ მიშელის აქტიურობა სრულიად ზედმეტია.

ეს გზავნილია ქართველი სასარგებლო იდიოტებისა და ურაპატრიოტებისთვისაც - „ხომ გახსოვთ ევროპა გარყვნილებაა" და ქართველობის სადარაჯოზე ვასაძე, მისი იდეოლოგიური მამა დუგინი და მთლიანად პუტინის ერთმორწმუნე რუსეთი დგასო.

უფრო სერიოზულად კი, ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა ღია სიგნალია გონიერი პოლიტიკოსებისთვის, თუ ასეთი ვინმე შემოგვრჩა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე, ოპოზიციაში, რომ რუსეთი საქართველოში დიდი პროვოკაციისთვის ემზადება, რის შემდეგაც პროცესების სადავეები ხელში ულტრარადიკალურმა ფსევდოპატრიოტებმა უნდა აიღონ. ორივე ძალის მერკანტილურმა ინტერესებმა კი შესაძლოა, სახელმწიფო გადაიყოლოს, თუმცა ამაზე ქართველი პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ნაკლებად ფიქრობენ.

ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანის პრელურდია იყო ნამახვანის პროცესი და მასში ეკლესიის ჩართულობა. ნამახვანჰესის პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ პატრიოტული ნარატივი ჯერ კიდევ კარგად მუშაობს, პატრიოტიზმი კი კვლავაც ყველა ავანტიურისტის თავშესაფარია.

დააკვირდით იმასაც, რომ მთელი ამ პროცესის დროს მიზანმიმართულად ხდებოდა პოლიტიკური, განსაკუთრებით ოპოზიციური ძალებიდან დისტანცირება და ეს მაშინ, როდესაც პროცესში სწორედ ულტრარადიკალური ძალების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. არადა, ნამახვანჰესის პრობლემა ხომ ეკლესიის მიერ ინვესტორისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნითა და მასზე უარის მიღებით აგორდა.

ყველასათვის ისიც ცნობილია, რომ მომთხოვნი, რეალურად, მეუფე შიოს სახელით მოქმედებდა. ეს ფული სწორედ ვასაძის პოლიტიკურ აქტივობას უნდა მოხმარებოდა. სპეცოპერაცია რომ არ ჩაატარეს და ფაქტზე არ დაიჭირეს რამდენიმე მეუფე, ამას ოდესმე ინანებს ხელისუფლება.

რუსეთის მიერ ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანას აქვს მეორე მიზანიც - საპატრიარქო ტახტი. სწორედ ახლა არის უმნიშვნელოვანესი პატრიარქის სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვა. სცენარიც კი არსებობს და ამაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვსაუბრობდი, რომ სწორედ ულტრარადიკალური ჯგუფების დახმარებით უნდა მოხვდეს მოსაყდრე შიო საპატრიარქო ტახტზე. ეს ის მოსაყდრე გახლავთ, რომელიც ყოველგვარი კანონიკური წესების დარღვევით არის მოსაყდრე და უფრო მეტიც, თვითმარქვია, რადგან საკუთარ თავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს უწოდებს. ეს ის მოსაყდრეა, რომელიც დუგინისა და გუნდიაევის (რუსეთის პატრიარქი კირილი) მიერ არის შეთავაზებული „გრუ"-სთვის, როგორც ყველაზე საიმედო პერსონა საქრთველოს საპატრიარქო ტახტზე. ეს ის მოსაყდრეა, რომლის პრორუსული ორიენტაციის გარანტი - არც მეტი, არც ნაკლები - ლევან ვასაძეა.

მოკლედ, სულ ესაა - რუსეთმა საქართველოში მორიგი სპეცოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანიც ქართველი სასარგებლო იდიოტებისა და ურაპატრიოტების მეშვეობით, როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების სრული დაპატრონებაა.

დაანებონ თავი ქილიკს ქართველმა „პრადვინუტმა" პოლიტიკოსებმა და ისტებლიშმეტის წარმომადგენლებმა. ეს სპეცოპერაცია იმაზე რთული კომბინაციაა, ვიდრე 2008 წლის ღია სამხედრო აგრესია.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა