ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

უკრაინის გენშტაბი - გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა

ნახვები: 459 უკრაინის გენშტაბი - გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებმა მიიღეს პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა. უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებისთვის გასცა ბრძანება, გადაარჩინონ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მიმდინარეობს ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადარჩენის ოპერაცია“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 მაისს „აზოვსტალიდან“ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი 53 სამხედროს ევაკუაცია, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. უკრაინული მხარის ცნობით, კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუირებულია ელენოვკაში, მათი გაცვლის პროცედურით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემდგომი დაბრუნებით.

გენშტაბის განცხადებით, 82 დღის განმავლობაში „აზოვსტალში“ პოზიციების შენარჩუნებით უკრაინელმა დამცველებმა არ მისცეს საშუალება მოწინააღმდეგეს, ბატალიონის 17 ტაქტიკური ჯგუფი სხვა მიმართულებებზე გადაესროლა და ამით ხელი შეუშალეს ზაპოროჟიეს სწრაფი დაკავების გეგმასა და დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას.

„მარიუპოლის გარშემო მოწინააღმდეგეების ძალების შეკავებამ საშუალება მოგვცა, მოგვემზადებინა და შეგვექმნა თავდაცვითი ხაზები, რომლებზეც ჩვენი ჯარები იმყოფებიან დღესაც და აგრესორს ღირსეულად იგერიებენ. ჩვენ კრიტიკულად აუცილებელი დრო მოვიპოვეთ რეზერვების ფორმირებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის, პარტნიორებისგან დახმარების მიღებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა