ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ-კელი დეგნანი

ნახვები: 460 მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ-კელი დეგნანი

ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს უშუალოდ საქმის შინაარსზე, თუმცა მისი თქმით, ამ საქმემ დასაწყისიდანვე წარმოშვა მრავალი კითხვა დროის გარემოებასთან, ასევე ბრალდებებთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზოგადად საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ. ეს ნდობა რომ არსებობდეს, ამისთვის უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ამ პროცესში არ იყო რაიმე პოლიტიკური ჩართულობა, არ იყო პოლიტიზება და იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გადაწყვეტა. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ პროცესში გარკვეულწილად არის შერჩევითი სამართალი, ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება, რომელსაც ესწრება, სწორედ იმაზე ხაზგასმას ემსახურებოდა, რომ საჭიროა, კვლავ გაგრძელდეს რეფორმები, რომლებმაც უნდა გააძლიეროს, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გახადოს სასამართლო სისტემა.

„20 წელია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რაც გულისხმობს ძლიერი სასამართლო სისტემის შექმნას. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეში იყო რამდენიმე ეტაპი.

„ამ საკითხს დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებდით, იყო რამდენიმე ეტაპი. ჩვენ არ ვყოფილვართ ერთადერთები, ვისაც ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. სახალხო დამცველმა დასვა კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე სხვებმაც, ვინც მონიტორინგს უწევდა ამ საქმეს წლების განმავლობაში. აქ მთავარი საკითხია, რომ როდესაც საზოგადოებას აქვს გარკვეული ეჭვი და ნაკლები ნდობა აქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას ძალიან მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები კონკრეტული საკითხის და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ. განსაკუთრებით. როდესაც საქმეში ჩართულია მედიაორგანიზაცია, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს, რადგან ორი ძირითადი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპი დგება დღის წესრიგში, ეს არის მედიათავისუფლება და ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე. სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოში მარტივად ხდება ხოლმე ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთის აზრის არგათვალისწინება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტური პრინციპები იქნას დაცული და არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა. სწორედ ამ პროცესების გაუმჯობესება სჭირდება საქართველოს, რათა იყოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ყველას სურვილი გვაქვს, რომ ეს წარმატება ვიხილოთ. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად. ძირითადი და მთავარი ამ პროცესში კვლავ რჩება არსებითი რეფორმების გატარება, რაც ხელს შეუწყობს ამ დემოკრატიული პრინციპების დაცვას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა