უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების ზომების შემუშავებას გამოიწვევს-დიმიტრი პესკოვი

ნახვები: 561 ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების ზომების შემუშავებას გამოიწვევს-დიმიტრი პესკოვი

ფინეთის ნატო-ში შესვლა რუსეთის მხრიდან მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების შემუშავებას გამოიწვევს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალში როგორ იქნება ნატო-ს გაფართოების პროცესი გამოხატული, რამდენად ახლოს იქნება სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებული რუსეთის საზღვრებთან.

„პრეზიდენტისა და მთავარსარდლის ამჟამინდელი ინსტრუქციაა, რომ შემუშავდეს ზომების სია ჩვენი დასავლეთ ფლანგების გასაძლიერებლად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ანუ ნატო მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება ელემენტები სპციალური ანალიზისა და აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, ფინეთი შეუერთდა იმ „არამეგობრულ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირის შიგნით მათი ქვეყნის მიმართ გადაიდგა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა