სუს-ი - სხვადასხვა რეგიონში მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი
ლევან გორდეზიანი - მიზანი არის ერთადერთი: კონტროლი - ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც ეს დაწესებულებები, სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს
ლევან ხაბეიშვილი - რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს, ბრძოლა წაგებულია, ომი არა!
CNN - დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება
მარტა კოსი „ქართულ ოცნებაზე“ - მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს
კაია კალასი „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე - ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება
პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება

აშშ-ის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

11.05.2022 ნახვები: 638

რუსეთის სამთვიანი ომი უკრაინაში „ოდნავ ჩიხშია“ და როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა სენატში მოსმენისას განაცხადეს.

„რუსები არ იგებენ, უკრაინელები არ იგებენ და ჩვენ აქ ოდნავ ჩიხში ვართ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ომში 8-დან 10-მდე რუსი გენერალი დაიღუპა. სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვება დონბასის რეგიონში უკრაინის აღმოსავლეთში ომი შესაძლოა, არ დაასრულოს.

„ჩვენი შეფასებით პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის, რომლის დროსაც ის კვლავ აპირებს დონბასის მიღმა არსებული მიზნების მიღწევას. რეალობის გათვალისწინებით, პუტინი აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ვიაროთ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორიით“, – განაცხადა ჰეინსმა.

სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს უფროსი სკოტ ბერიერი პუტინის მხრიდან ტაქტიკური ტიპის ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ამჟამად ამის მოლოდინი არ არის“.

ევრილ ჰეინსის განცხადებით კი, სადაზვერვო საზოგადოებას სჯერა, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ იგი რუსეთის სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღიქვამს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა