კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

დავით უსუფაშვილი - თავდებობის ინსტიტუტი შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 574 დავით უსუფაშვილი - თავდებობის ინსტიტუტი შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი

თავდებობის ინსტიტუტი შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს თუ სჭირდება მკურნალობა უცხოეთის კლინიკაში, სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს.

„ლელოს“ თავდებობაც და თავდადებაც ის არის, რომ დაუღალავად ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოწვეული იყოს კვალიფიციური საერთაშორისო სამედიცინო კონსილიუმი და მის დასკვნას დაეყრდნოს ხელისუფლება. თუ მას სჭირდება მკურნალობა უცხოეთის კლინიკაში, სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს. რაც შეეხება თავდებობის ინსტიტუტს, ეს შეეხება წინასწარ პატიმრობას და არა უკვე იმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა