თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ამარჯვებისთვის გვჭირდება იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა, აღიარება ევროპულ ოჯახში-უკრაინის პრემიერი

ნახვები: 563 ამარჯვებისთვის გვჭირდება იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა, აღიარება ევროპულ ოჯახში-უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რა სჭირდება უკრაინას, რათა ომში გაიმარჯვოს. დენის შმიგალმა ამისთვის დაასახელა იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა – აღიარება ევროპულ ოჯახში.

„უკრაინაში ომია. ადამიანების დანაკარგი და ინფრასტრუქტურული ზარალი უდიდესია. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ოთხი რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა. იარაღი გვჭირდება, რათა აგრესორისგან დავიცვათ უკრაინა და მთელი ევროპა, სანქციები – აგრესორის შესაჩერებლად, რათა შემდგომში ვერ დააფინანსოს ომი, ფინანსები ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და ევროინტეგრაცია, რადგან ეს არის უკრაინელების ცივილიზაციური ომი“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად, ამზადებს ქვეყნის აღდგენის გეგმას.

„უკრაინა პარტნიორებთან ერთად, ამზადებს აღდგენის გეგმას. ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ აღვადგინოთ ის, რაც აგრესორმა გაანადგურა, არამედ ავაშენოთ ახალი ევროპული ქვეყანა მწვანე ტექნოლოგიებით დაწყებული, ევროპული სამშენებლო სტანდარტებით და აგროსფეროთი დამთავრებული. ასევე, გვსურს თვითკმარობა ენერგოსექტორში. ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ახლა გვჭირდება აღიარება ევროპულ ოჯახში. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ და თქვენს თავისუფლებას“, – დენის შმიგალმა.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა