თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ნახვები: 572 ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

36 წლის უკრაინელი ჟურნალისტი, ოლექსანდრ მახოვი ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში, ქალაქ იზიუმთან ბრძოლაში დაიღუპა.  მახოვი "უკრაინა 24"-ის ჟურნალისტი იყო და ფრონტის ხაზზე მას შემდეგ იბრძოდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში დაღუპულ ჟურნალისტს პატივი მიაგო.

“პატრიოტი და გულწრფელი... ის ყოველთვის ყველაზე მამაცთა შორის იყო. მარადიული ხსოვნა მას და ყველა ჩვენს გმირს, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლექსანდრ მახოვის სიკვდილის გამო რუსეთი პასუხს აგებს, უკრაინა კი აუცილებლად გაიმარჯვებს. 

ოლექსანდრ მახოვი 4 მაისს დაიღუპა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა