ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

„აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი, ხალხი ნანგრევებიდან გამოგვყავს-ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელი

ნახვები: 701 „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი, ხალხი ნანგრევებიდან გამოგვყავს-ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელი

ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელის სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხანა იბომბება და ბირთვულის გარდა, რუსები იყენებენ ყველანაირ შეიარაღებას, რაც კი აქვთ.

მისივე თქმით, „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი.

„ჩვენ გვაქვს მორალი და პრინციპები, ჩვენ არ ვარღვევთ ომის კანონებს და წესებს. ჩვენ მივმართეთ მთელ მსოფლიოს, ყველას, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება, რომ მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია, დაღუპულების გაყვანა, რომ მათი ცხედრები გადავცეთ ოჯახებს და ისინი სამხედრო პატივით დაიკრძალონ. ამ დრომდე ამისთვის არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამოვიყენებთ ყველა ტყვიას, რომელიც გვაქვს. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით სიტუაცია, მაგრამ „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი. იქ ხალხი ნანგრევებში იმყოფება. ჩვენ ისინი გამოგვყავს“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარიმ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა