უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მოსკოვმა ვაშინგტონს საპასუხო სანქციები დაუწესა

ნახვები: 561 მოსკოვმა ვაშინგტონს საპასუხო სანქციები დაუწესა

აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან 10 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება აშშ-ის ადმინისტრაციის 8 მაღალჩინოსანს.

ე.წ. „შავ სიაში" მოხვდნენ აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი ალეხანდრო მაიორკასი და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კრისტოფერ რეიც. რუსეთში შესვლა აეკრძალათ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს და დაზვერვიც ცენტრალური სამმართველოს ყოფილ დირექტორს, რობერტ ვულსსაც. სანქციები დაუწესდა პრეზიდენტის მრჩეველს შიდა პოლიტიკის საკითხებში სიუზან რაისსაც.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობა აეკრძალება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონტროლირებად ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ი ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს გააძევებენ, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებიც არიან. სანქციები დაუწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში არიან მხილებულნი.

ჯოზეფ ბაიდენის განკარგულებით, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა და რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებზე სესხის გაცემა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა