ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ვხედავთ, რომ უკრაინელები ჩვენთვის იბრძვიან, სულ მცირე რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის შეიარაღების მოცემა-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 457 ვხედავთ, რომ უკრაინელები ჩვენთვის იბრძვიან, სულ მცირე რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის შეიარაღების მოცემა-ჯოზეფ ბორელი

ჩვენ ვიმყოფებით ომის დანაშაულების წინაშე და ჩვენ დავეხმარებით უკრაინელ პროკურორებს, წარადგინონ მტკიცებულებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ მცირე, რისი გაკეთებაც უკრაინის დასახმარებლად შეუძლიათ, ეს არის იარაღის მიცემა.

„ორი სიტყვაა იმის ასახსნელად, რაც ხდება დღეს უკრაინაში. პირველი არის წარუმატებლობა, რუსული არმიის დიდი წარუმატებლობა, რომელმაც ვერ შეძლო, გადაელახა თქვენი სიმამაცე. მეორე სიტყვაა - საშინელება. მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის საშინელება, მათი მკვლელობა. ასე რომ, ჩვენ ვიმყოფებით ომის დანაშაულების წინაშე და ჩვენ დავეხმარებით უკრაინელ პროკურორებს, წარადგინონ მტკიცებულებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. როდესც ვხედავთ, რომ ჩვენთვის იბრძვით, სულ მცირე რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის შეიარაღების მოცემა", - განაცხადა ბორელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა