ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

სალომე ზურაბიშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ნახვები: 459 სალომე ზურაბიშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის თავდაცვის მინისტრ პიტერ ჰულქვისტს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შვედეთის თავდაცვის მინისტრთან საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონულ ვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„პიტერ ჰულქვისტი საქართველოს სტუმრობს. ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთსა და საქართველოს შორის ხედვების გაზიარება უკრაინაში მიმდინარე საშინელ ომზე, რეგიონულ სიტუაციაზე, შავი ზღვის მომავალსა და იმ შესაძლებლობების ფანჯარაზე, რასაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჰქვია", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა