ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდრე აგრესორის წინააღმდეგ იბრძვის, მისი ქმედებების კრიტიკას არ დავიწყებ-ბექა დავითულიანი

ნახვები: 462 ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდრე აგრესორის წინააღმდეგ იბრძვის, მისი ქმედებების კრიტიკას არ დავიწყებ-ბექა დავითულიანი

ვიდრე პრეზიდენტი ზელენსკი აგრესორის წინააღმდეგ იბრძვის, მანამდე დეტალებში არ შევალ და მისი ქმედებების კრიტიკას არ დავიწყებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანმა ამ კომენტარით შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

ბექა დავითულიანის თქმით, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში, უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. როგორც დავითულიანი ამბობს, ამ ფონზე მას ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება უსამართლოდ მიაჩნია.

„უკრაინის პრეზიდენტმა ელჩის მიმართ პრეტენზია გამოთქვა და ისე გაიწვია, თუმცა რა თქმა უნდა, წინა ნაბიჯებიდან გამომდინარე, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ლოგიკაში ჯდება და რაღაცნაირად ქვეყნის მიმართაც გადადგმული ნაბიჯია. გვინდა არ გვინდა, ასე გამოდის. ვიდრე პრეზიდენტი ზელენსკი აგრესორის წინააღმდეგ იბრძვის და იმ ჯარის მთავარსარდალია, რომელიც ბოროტების იმპერიის ნარჩენებს გმირულად აკავებს, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს თავისუფალი სამყაროს სახელით აგრესორს, მანამდე დეტალებში არ შევალ და მისი ქმედებების კრიტიკას არ დავიწყებ.

ფაქტია, რომ იმ პირობებში, როცა რიგი ქვეყნები საქართველოსთან შედარებით, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ, საქართველოს მართლა რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს და ეს განცხადება ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია. მეტ სიღრმეში არ შევალ, რადგან ეს ადამიანი იმყოფება ომში. მჯერა, უკრაინა თავისი ქვეყნის დაცვაში წარმატებას მიაღწევს და ყველაფერი უკეთესად იქნება. დრო დადგება, როცა ამ გაუგებრობებზე და უსამართლო ნაბიჯებზე შემდეგ ვისაუბრებთ. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, საქართველოს რუსეთთან ომი სამჯერ აქვს გადატანილი და ქართველებს არავის მხრიდან დასამუნათებელი არ აქვთ იმისთვის, რომ არასაკმარისი გაიღეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ამას არავისგან მივიღებ, რადგან ეს ამ ქვეყანას არ ეკუთვნის", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა