რეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა
მარკეტა გრეგოროვა - ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში
მალგოჟატა გოშევსკა - თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს
რასა იუკნევიჩიენე - ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში

ჯო ბაიდენი: საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს

25.03.2022 ნახვები: 1046

საზარელ სცენარს, რომელსაც უკრაინაში ვხედავთ, ერთი ავტორი ჰყავს, იგი სამხედრო დამნაშავეა, - ამ სიტყვებით დაიწყო პოლონეთში ჩასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგი, რომლის მთავარი თემა ჰუმანიტარული კრიზისი იყო.

მისი თქმით, ერთიანი ძალებით უნდა დაიცვან დემოკრატია.

„მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ერთიანი ძალებით დემოკრატიის დაცვა, რადგან ჩვენ ვხედავთ საზარელ სცენარს უკრაინაში, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. ჩემი გულწრფელი აზრით, ესაა ერთი კაცი, - სამხედრო დამნაშავე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ერთიანობა, ისტორიაში უპრეცედენტო ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური სანქციების წნეხი", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან ომის საზარელ შედეგებზეც ისაუბრა. როგორც ბაიდენი ამბობს, აფასებს პოლონეთის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„ყველა ჩვენგანი ყოფილა ამ წლების განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკებში. იქ მყოფი ხალხი თავს გრძნობს მიტოვებულად და განადგურებულად. ესაა ომის საზარელი შედეგი. მინახავს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომით დაზარალებული ბავშვები, რომლებიც დედებს შესცქერიან შეშინებული თვალებით. ამ თვალებში ტკივილი იკითხება, მხოლოდ ტკივილი და სხვა არაფერი. რა შეიძლება, იყოს მშობლისთვის შვილის ტანჯვაზე უფრო მძიმე? პოლონეთშიც ახლა ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ, რაც ომის შედეგია. ვხედავთ საზღვარზე უკრაინელ ხალხს, რომელთაც მინდა, გულწრფელად ვუთხრა, რომ გვესმის მათი ხმა, ტკივილი. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს პოლონეთი ამ ხალხის დასახმარებლად და ვაფასებთ ამას. ვხედავთ 10 მილიონამდე ადამიანს, რომელთაც უკრაინაში ომის გამო სახლები დაკარგეს. მათგან სამმილიონ-ნახევარი ლტოლვილი იმყოფება. ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება ამ ომს. უკრაინის განადგურებული ქალაქები ფილმის მძიმე კადრებს ჰგავს და არა რეალობას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ადამიანების დახმარება მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის პერიოდში, უნდა მივაწოდოთ საკვები და საჭირო მედიკამენტები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, უნდა ვიმუშაოთ ინტენსიურად უკრაინის მთავრობასთან ერთად", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

„ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა, როცა უყურებ, რომ 30 წლის ახალგაზრდა ქალი შიშველი ხელებით წინ ეღობება ტანკს. ამერიკელი ხალხის სახელით, ჩვენ გამოვყავით ერთი მილიარდი დოლარი მათთვის, ვისზეც მთელ მსოფლიოში ეს კრიზისი მძიმედ აისახება, რადგან უკრაინა და რუსეთი სურსათის მწარმოებელი ქვეყნებია, შესაბამისად, ეს ომი მსოფლიოში საკვების კრიზისის საფრთხესაც ქმნის. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ხორბლის მწარმოებელი მესამე უმსხვილესი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს კანადასთან ერთად, რათა ეს ჰუმანიტარული კრიზისი დავძლიოთ. აშშ-ის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა