კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter

ჯო ბაიდენი - რუსეთმა უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

ნახვები: 1032 ჯო ბაიდენი - რუსეთმა უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა და განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული და არის მკაფიო ნიშნები, რომ ის განიხილავს უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის განცხადებები, თითქოს ამერიკას ევროპაში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი გააჩნია. ბაიდენის თქმით, ეს ბრალდებები მოსკოვის მხრიდან არის იმის მკაფიო მინიშნება, რომ ის განიხილავს ორივე ტიპის იარაღის გამოყენების საკითხს. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდეს.

„მას უკვე გამოუყენებია ქიმიური იარაღი წარსულში და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს. მან იცის, რომ იქნება სერიოზული შედეგები ნატო-ს ერთიანი ფრონტის გამო, თუმცა საქმე იმაშია, რომ ეს რეალურია. მინდა თქვენთან ძალიან მოკლედ აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის ყველაზე დიდი ალბათობით გამოიყენებს არის კიბერთავდასხმები. მათ ძალიან განვითარებული კიბერშესაძლებლობები აქვთ. დღეს ჩემმა ადმინისტრაციამ გამოსცა განახლებული გაფრთხილება, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება, რომ რუსეთი შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს გეგმავდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კომპანიებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში დახმარებისთვის.

„თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ, რათა დაგვხმარებოდით სანქციების დაწესებაში და რუსეთის ეკონომიკისთვის რეალური საფასურის დაწესებაში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო“,- აღნიშნა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა