მარიამ ლოლაძე - იდეალისტები არ არიან საშიშები
2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა — ყოფილ პრემიერს 750 000 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან
სკოტ ბესენტი: აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
ღარიბაშვილი ციხიდან ხელისუფლებას: მომატყუეთ, გადამაგდეთ და გამწირეთ — იძულებული ვიქნები, ყველა ნაბიჯზე სარკისებურად გიპასუხოთ
გია ჯაფარიძე - საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას აპირებენ, ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა
გოჩა მირცხულავა: ვერცერთი ქართველი ბიზნესმენი აფხაზეთში ბენზინის შეტანის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

ნახვები: 564 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

როგორც ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა, „ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ“.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა. „საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

მან პროცედურის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მეუფე შიოს მიმართა, იღებდა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქის უღელს, რაზეც მეუფე შიოს დასტური მიიღო.

„ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით“, - განაცხადა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა