პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჯეი დი ვენსი - ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას
პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი - თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში
პაპუნა ლოცულაშვილის ძმა - ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც - ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა
ადვოკატი - პოლიციელები პაპუნა ლოცულაშვილს აგინებდნენ, რადგან თქვა: „კინაღამ გადამიარეთო“, ამის გამო სცემეს!
გოჩა მირცხულავა - თქვენ კი ვამპირ ღამურებს დაემსგავსეთ, რომლებიც საკუთარი საზოგადოების სისხლით იკვებებიან
კაია კალასი - ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ
პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 სამართალდამცავი დააკავა

გოჩა მირცხულავა: რელია - სად არის პრობლემა?!

14.01.2026 ნახვები: 4334

რატომ არ არის ყველა პრობლემა ფსიქოლოგიური

როდესაც ადამიანები მეუბნებიან, რომ პრობლემები აქვთ, ძალიან იშვიათად მესმის რამე ნამდვილად უცნაური. პირიქით - უმეტეს შემთხვევაში მესმის ნაცნობი ისტორიები: გაუგებრობა ოჯახში, დაძაბული ურთიერთობა პარტნიორთან, გაწყვეტილი კონტაქტი შვილებთან, სიახლოვის შიში, პასუხისმგებლობის არათანაბარი განცდა, მუდმივი შეგრძნება, რომ „ვერ ვეწყობი ადამიანებს“. ამ ყველაფერს დღეს ფსიქოლოგიური პრობლემას არქმევენ.

წლების განმავლობაში სწორედ აქ გამიჩნდა კითხვა: მართლა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, თუ უფრო ხშირად - ურთიერთობის პრობლემებთან, რომლებიც ფსიქოლოგიის ენით ვთარგმნეთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ენა არ გვქონდა?

ამ დაკვირვებებმა ნელ-ნელა მიმიყვანა იმ წერტილამდე, სადაც საჭირო გახდა არა არსებული მეთოდების ადაპტაცია, არამედ ახალი მოდელის შექმნა. ასე გაჩნდა რელია (RELIA).

რელია არის ავტორის მიერ შექმნილი, არაკლინიკური, დიალოგზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც ადამიანის მდგომარეობას განიხილავს არა სიმპტომების, არამედ ურთიერთობების პრიზმით. ტერმინი „რელია“ მომდინარეობს ლათინური ფესვიდან relatio - ურთიერთობა, კავშირი, მიმართება. ამ სიტყვაში ჩემთვის მთავარი არ არის კავშირი როგორც ფაქტი, არამედ მიმართება -  ერთმანეთის, საკუთარი თავისა და პასუხისმგებლობის მიმართ.

რელია არ ცდილობს ადამიანის „გამოსწორებას“. ის ცდილობს გააზრებას: სად ირღვევა ურთიერთობა და რა როლი აქვს ამ რღვევაში თავად ადამიანს.

ამ მოდელში არ არსებობს პაციენტი. არსებობს რელანი - ადამიანი, რომელიც მოდის საკუთარი პრობლემური გამოცდილებით და მზად არის ამ გამოცდილებას შეხედოს, და რელორი - პირი, რომელიც ამ პროცესს წარმართავს არა როგორც ექსპერტი ან მენტორი, არამედ როგორც თანასწორი სუბიექტი, რომელსაც უბრალოდ მეტი გამოცდილება აქვს დიალოგის შენარჩუნებაში და კითხვების დასმაში.

რელიას პროცესში მთავარი ინსტრუმენტი არ არის რჩევა. მთავარი ინსტრუმენტი არის დიალოგი. თუმცა ეს დიალოგი არ არის ერთმხრივი. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაზაში რელანი თავად იწყებს კითხვების დასმას რელორის ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე. ამ მომენტში ინგრევა ექსპერტული იერარქია და იქმნება თანასწორი სივრცე, სადაც ნდობა აღარ არის მოთხოვნა ან წინაპირობა - ის ხდება ურთიერთობის ბუნებრივი შედეგი.

ეს ბევრის გაკვირვებას იწვევს, თითქოს „პროფესიულ საზღვრებს“ ეხებოდეს. თუმცა რეალურად სწორედ აქ იწყება ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ბევრ ურთიერთობას - ცოცხალი, პასუხისმგებლიანი კავშირი, სადაც ორივე მხარე ხილულია.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ რელია არ არის უნივერსალური გამოსავალი. როდესაც პროცესში ჩანს, რომ ადამიანს სჭირდება კლინიკური ფსიქოთერაპია, რელია ჩერდება და ადამიანი გადამისამართდება შესაბამის სპეციალისტთან. ეს არ არის მოდელის სისუსტე - ეს მისი ეთიკური ჩარჩოა. პრაქტიკაში ეს უკვე არაერთხელ მოხდა.

ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას რელია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ასაკში პრობლემა ხშირად ჯერ არ არის სტრუქტურიზებული - ის უფრო გაუგებრობაა, დაბნეულობა, კონფლიქტი ავტორიტეტებთან ან საკუთარი ადგილის ძიება. რელიას დიალოგური ფორმატი საშუალებას აძლევს მოზარდს, პირველად უსაფრთხოდ და უპათოლოგიოდ დასვას კითხვები საკუთარ თავზე, ურთიერთობებზე და იმ სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობს.

რელიას ეფექტი არ იზომება ბედნიერებით ან სწრაფი ცვლილებით. ეფექტი არის დანახვა. ზოგისთვის ეს ხდება რამდენიმე დიალოგში, ზოგისთვის - ხანგრძლივი პროცესის შემდეგ. დაახლოებით ორასამდე ადამიანთან მუშაობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ გააზრების ეტაპზე პოულობს სიმშვიდეს და არჩევანის შესაძლებლობას, ხოლო სხვები აგრძელებენ პროცესს.

რელიას პროცესში ხშირად იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - სიყვარული. არა როგორც ემოციური აფეთქება ან დამოკიდებულება, არამედ როგორც ურთიერთობის უნარი: მოსმენის, პასუხისმგებლობის აღების, საზღვრების შენარჩუნების. ბევრისთვის რელია ხდება ადგილი, სადაც პირველად ხვდება, რომ სიყვარული არ არის მხოლოდ განცდა, არამედ მოქმედება ურთიერთობაში - საკუთარ თავთანაც და სხვასთანაც.

რელიას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად აღწერილი შედეგი არის სიმშვიდე. არა ეიფორია და არა პრობლემის გაქრობა, არამედ სიმშვიდე, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი საბოლოოდ ხედავს, სად დგას და რატომ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. ეს სიმშვიდე ხშირად იქცევა ახალ სტარტად - არა იმიტომ, რომ ცხოვრება უცებ იცვლება, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი იწყებს მას სხვაგვარად, მეტი პასუხისმგებლობით და ნაკლები შფოთვით.

რელიას დასრულება არ ნიშნავს ურთიერთობის შეწყვეტას. ხშირად კავშირი გრძელდება ადამიანური ფორმით - მოკითხვით, მილოცვით, კონკრეტულ სიტუაციებში აზრის გაზიარებით, ზოგჯერ არაფორმალური შეხვედრებითაც. ეს აღარ არის სერვისი და აღარ არის გავლენის სივრცე - ეს არის ადამიანური ურთიერთობა, რომელიც თავისუფალია ვალდებულებისგან.

დღეს, როდესაც თითქმის ყველა სირთულე სწრაფად პათოლოგიზდება და პრობლემას დიაგნოზის ფორმა ეძლევა, რელია ცდილობს სხვა კითხვით დაიწყოს: არა „რა გჭირს“, არამედ „სად და როგორ დაირღვა ურთიერთობა“.

რელია არ არის ფსიქოლოგიის ალტერნატივა და არც მისი უარყოფა. ეს არის მცდელობა, ადამიანის გამოცდილებას დავუბრუნდეთ ურთიერთობის ენით. რადგან სანამ ცვლილებას მოვთხოვთ საკუთარ თავს ან სხვას, ჯერ უნდა დავინახოთ - სად ვდგავართ და ვისთან.

და სწორედ აქ იწყება ის, რასაც რელია ჰქვია.

ავტორი - გოჩა მირცხულავა

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა