ნატო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს — იტალიაში ბირთვული წვრთნები 13 ოქტომბერს დაიწყება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება
ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“
ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს

ნახვები: 557 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს

ეს იყო ბოროტული თავდასხმა, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტური რაკეტები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით წერს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალი.

„ეს იყო მიზანმიმართულად გათვლილი თავდასხმა, რომლის მიზანი ადამიანებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება იყო. მხოლოდ კიევში ათობით საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, - წერს ზელენსკი.

მისი განცხადებით, „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს შენობას მოხვდა.

„აზერბაიჯანის საელჩოს „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო. დარტყმები ასევე განხორციელდა კიევის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა დღეს დილით სუმის ოლქში „ცირკონის“ ტიპის რაკეტა გამოიყენეს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები.

„უკრაინა ამ დარტყმებს შორი დისტანციის ძალით პასუხობს და მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები სიცოცხლეზე. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ნავთობის გაყიდვა და თავისი სქემების მშენებლობა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. პარტნიორებთან ერთად დიდი სამუშაო მიმდინარეობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება გაძლიერება დამატებითი სისტემებითა და ჩამჭრელი რაკეტები. ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება. რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა