მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

მიხეილ სააკაშვილი - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო

13.11.2025 ნახვები: 407

ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული“ დახვდა.

„ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა. ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო.

და კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტი, საკანში ტელევიზორში მარტო რუსული არხები მაქვს თუ არ ჩავთვლით ერთ აზერბაიჯანულ არხს. დერეფანში კი პატიმრების მოძრაობაზე უზარმაზარი საცობებია.

ძალიან ბევრი ჩემი მხარდამჭერის გამოხმაურება იყო და ყველას დიდი მადლობა“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა