ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

ნახვები: 415 ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

თიბისის პლატფორმული სისტემების ლიგის ლიდერი - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის გამარჯვებულია. მან ეს პრესტიჟული ჯილდო კატეგორიაში - ქალი ლიდერები IT სფეროში მიიღო.

ეს ჯილდო ენიჭებათ ქალ ლიდერებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ IT სფეროს განვითარებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ პროფესიონალებს, რომელთა ძლიერი ლიდერული თვისებები ეხმარება სფეროსა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციას. 

The Info-Tech Awards აღნიშნავს იმ ლიდერების წვლილს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს ამოცანებს არგებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ინიციატივებს, მუდმივად ნერგავენ ინოვაციებს და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ მაღალი სტანდარტებით.

წლევანდელი გამარჯვებულები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ, ასობით კანდიდატს შორის გამოარჩიეს: “ეს კატეგორია აღნიშნავს ქალი ლიდერების წვლილს IT სფეროში, რომელთა ხედვა და საქმისადმი მიდგომა ქმნის გაზომვად პროგრესს ინოვაციაში, ინკლუზიასა და ორგანიზაციულ პერფორმანსში. 

“ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს, რადგან სტრატეგიული ლიდერობის მეშვეობით, აძლიერებენ საკუთარ ორგანიზაციებს და გზას უკვალავენ IT სფეროს ლიდერების ახალ თაობას. თითოეული მათგანი არის იმის მაგალითი, რომ ინკლუზიური ლიდერობა აფორმირებს IT-ს მომავალს” - განაცხადა ტომ ზეჰრენმა, Info-Tech Research Group-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა.

გოგუცა გელაშვილი: “ქალი ლიდერების მომავალ თაობას ვურჩევ, საქმეში მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარ თავშივე იპოვონ გამბედაობა. იმისთვის, რომ გახდე ძლიერი ლიდერი, საჭიროა გადალახო უამრავი დაბრკოლება და წარუმატებლობა; არ შეშინდეთ და შეხედეთ მას, როგორც ღირებულ გამოცდილებას.

უპირველესად, საკუთარი შესაძლებლობების უნდა დაიჯერონ. როგორც კი ამას შეძლებენ, სხვებსაც მარტივად დააჯერებენ. შემდეგ კი, შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება.”

დაჯილდოების ორგანიზატორი - Info-Tech Research Group 30 წელზე მეტია მსოფილიოს ლიდერი კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციაა და მოიცავს 30,000-ზე მეტ საერთაშორისო კლიენტს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა