ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 562 „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს - ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

IPN-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი 9 ნოემბერს წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „კრისტალ ჯგუფში“ შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასა და შემდგომ რეალიზაციას მოიცავდა.

გამოძიების მიხედვით, ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ სამშენებლო პირობებს. უკანონოდ აშენებულ ობიექტებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

„აღნიშნული გზით, შპს ‘ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა’ დიდი ოდენობით 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო. მიღებული თანხების ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა თანხის ნაწილი კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა და შემდგომ უძრავი და მოძრავი ქონებები შეიძინა,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვლადიმერ სტეფანიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლებით, რაც თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” ბაკურიანში 2008 წლიდან ოპერირებს. კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.

"კრისტალ ჯგუფის" იგივე შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. სტეფანიანს 2021 წელს "ქართული ოცნებისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული, 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის - 60 000 ლარი. 2012 წელს კი "ნაცმოძრაობისთვის" 2500 ლარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა