ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

დონალდ ტრამპი - ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებიდან ამერიკელები, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების გარდა, 2000-დოლარიან ანაზღაურებას მიიღებენ

ნახვები: 474 დონალდ ტრამპი - ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებიდან ამერიკელები, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების გარდა, 2000-დოლარიან ანაზღაურებას მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებიდან ანაზღაურების გადახდას ჰპირდება.

დონალდ ტრამპის თქმით, 2000-დოლარიან ანაზღაურებას მიიღებს ყველა, მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის გარდა.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სულელები უწოდა მათ, ვინც ტარიფებს ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ ამჟამად აშშ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე პატივსაცემი ქვეყანა.

„ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან! ჩვენ ახლა ვართ ყველაზე მდიდარი, ყველაზე პატივსაცემი ქვეყანა მსოფლიოში, თითქმის ნულოვანი ინფლაციითა და საფონდო ბირჟის რეკორდული ფასებით. 401 ათასი ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვიღებთ და მალე დავიწყებთ ჩვენი უზარმაზარი ვალის გადახდას – 37 ტრილიონს. რეკორდული ინვესტიციებია აშშ-ში, ქარხნები და ფაბრიკები ყველგან შენდება. ყველას გადავუხდით, მინიმუმ, 2000 დოლარს ერთ ადამიანზე (მაღალშემოსავლიანი ადამიანების გარდა)“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა