მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებამდე სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას

10.11.2025 ნახვები: 432

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის.

ზელენსკის The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ.

„მე ასე მჯერა. მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ შეიძლება სხვაგან წავიდეს. მას ორივეს ერთდროულად გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმციით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უკრაინა რუსული დრონებისგან დაიცვას.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები გამორიცხავენ გამანადგურებლების გაგზავნას ქვეყნის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის ცის პატრულირებისთვის - რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, სურს ამერიკელი მწარმოებლებისგან Patriot-ის 27 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეკვეთა. მანამდე, მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს შეუძლიათ უკრაინას ის Patriot-ები „ასესხონ“, რომელიც მათ აქვთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა