მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

ელენე ხოშტარია - ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, საქმედ არ მივიღებ - არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არ მექნება

07.11.2025 ნახვები: 499

არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება - გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ელენე ხოშტარია პროკურატურის მიერ მის მიმართ წარდგენილ ბრალს „ბოდვას“ უწოდებს და განმარტავს, რომ უარს აცხადებს, ვინმემ მისი ინტერესები წარმოადგინოს სასამართლოში.

„როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება. მე მყავს ორი არაჩვეულებრივი ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, არიან ჩემს გვერდით.

ადვოკატი არის, მაგრამ არ არის საქმე. იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ. მით უმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ, ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში (სასამართლოში).

ჩემს პოზიციას ყველა საჯარო კითხვაზე შოთა და ანა გაახმოვანებენ. მადლობა მათ!

გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდევ გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან.

ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე“, - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება 8 პოლიტიკოსს - მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა