ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული

მარკ რუტე - რუსეთი ევროპასა და მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად დარჩება

06.11.2025 ნახვები: 386

გვჭირდება შესაძლებლობები, აღჭურვილობა, რეალური საცეცხლე ძალა და, რა თქმა უნდა, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები, რადგან ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები რეალური და ხანგრძლივია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბუქარესტში, ნატო-ს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხის ყველაზე აშკარა მაგალითია.

„მაგრამ რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხე ამ ომის დასრულების შემდეგ არ დასრულდება. რუსეთი, უახლოეს მომავალში, ევროპასა და მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად დარჩება“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთი მარტო არ არის გლობალური წესების ძირის გამოთხრის მცდელობებში.

„როგორც იცით, ის ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სხვებთან თანამშრომლობს. ისინი თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტო დონემდე ზრდიან. ისინი გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან. არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, ალიანსს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ აწარმოოს მეტი იარაღი და აჯობოს ჭკუით მათ, ვინც ნატო-ს დამცირებას ან მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

„ამის წარმატებით გასაკეთებლად, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება სამ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე: რაოდენობაზე, კრეატიულობასა და თანამშრომლობაზე. ჩვენ უკვე გვაქვს უახლესი ტექნოლოგიების სისტემები, საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ეს გვაძლევს უპირატესობას და ჩვენ მას შევინარჩუნებთ. რაც უფრო მეტად და სწრაფად გვჭირდება, არის წარმოების გაზრდას და მიწოდების ვადების შემცირება. ჩვენ უკვე ვცვლით სიტუაციას საბრძოლო მასალის სფეროში. ცოტა ხნის წინ რუსეთი უფრო მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებდა, ვიდრე ნატო-ს ყველა მოკავშირე ერთად. მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ალიანსის მასშტაბით, ათობით ახალ საწარმოო ხაზს ვხსნით და არსებულებს ვაფართოებთ. ვაწარმოებთ იმაზე მეტს, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამ პროგრესზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სხვა სფეროებშიც, მაღალი დონის საჰაერო თავდაცვიდან დაწყებული დაბალფასიანი დრონების მოსაგერიებელი სისტემებით დამთავრებული“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა