შსს-მ ვებგვერდზე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებიც გამოაქვეყნა
შსს, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ისაკო დევიძე დააკავეს
ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს
პროკურატურა - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიტაცება სურს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს
Drone operators destroy Russian Black Eye EW system, antenna in Pokrovsk sector

ამერიკელი კონგრესმენები მარკო რუბიოს - მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები არ იქნებიან ცილისწამების ობიექტები ან თავდასხმის სამიზნეები

06.11.2025 ნახვები: 324

ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც, საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პრესრელიზშია აღნიშნული.

წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ მდივან რუბიოს, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ან მიზანში ამოღების მსხვერპლნი. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად უპასუხოს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ საშიშ სიცრუეს, რამაც აშშ-ის ყოფილი პერსონალი საფრთხეში ჩააგდო“.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს, მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ობიექტები ან თავდასხმის სამიზნეები“, - აღნიშნულია წერილში.

ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ „1-ელ ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით“.

„ეს სინამდვილეში იყო სამსახურიდან გათავისუფლების (პენსიის) ანაზღაურება, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო აშშ-ის პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. მის კომენტარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებიც იზიარებენ. ეს არასწორი დახასიათება საგარეო სამსახურის თანამშრომლებს საფრთხეში აგდებს. განცხადებები ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს: „ქართული ოცნება“ არ ავლებს სერიოზული განზრახვას შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“, - აღნიშნულია წერილში.

ამერიკელი სენატორები განმარტავენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დამოკიდებულია ადგილობრივ პერსონალზე, რათა შეასრულონ სამუშაო აშშ-ის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მითითებებით.

„თუ ჩვენ არ დავიცავთ პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავასაქმოთ პერსონალი და განვახორციელოთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში. მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ძლიერად უპასუხოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მომუშავე პერსონალის მიზანში ამოღებას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს აწერენ აშშ-ის სენატორები : ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჯონ კერტისი (რესპუბლიკური პარტია) და შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია) და ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია)

ყველას ნახვა
ყველას ნახვა