ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD
War update: 251 clashes on frontline over past day, heaviest fighting continues on Pokrovsk front
Air defense forces shoot down 195 Russian drones
Russian army loses 1,310 troops, two air defense systems in past 24 hours in war against Ukraine
U.S. launches new strikes against Iran
Czech President meets commander of Ukrainian Rugby Team battalion
Ukraine returns more POWs than remain in Russian captivity, Ombudsman says

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით

05.11.2025 ნახვები: 464

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ შეჩერდება. მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილები აპროტესტებენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვას, “იმ გზის გადაკეტვას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის”.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რაც ევროკავშირის ანგარიშში წერია, მხოლოდ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.

“ის, რაც დღეს ხდება, 2 წელია დაგეგმილია - როდესაც თავისუფლების მოედანზე ვზეიმობდით, როცა არ ამიშვეს სცენაზე, მაშინვე დაიწყო, დაწყებული იყო უკუსვლა, რომელიც დღეს აღნიშნა ევროკავშირმა. ეს არ არის უკუსვლა, ეს არის შეგნებული, განზრახ, თანამიმდევრულად გატეხა ამ გზის. გზის, რომელიც უფრო ჩქარად გაიხსნა, ვიდრე დაგეგმილი იყო. უკრაინის მოვლენები არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც აჩქარდა ევროპის გზა. ამ გზის გახლეჩა დაიწყო “ქართულმა ოცნებამ” თანმიმდევრულად. დღეს 2 წლის თავზე, “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად გაგვიყინეს კანდიდატის სტატუსი. უფრო სწორედ, “ქართულ ოცნებას” გაუყინეს. იმიტომ, რომ “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. ყველაფერი, რაც ანგარიშში წერია მხოლოდ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. არანაირი პასუხისმგებლობა არ არის ევროკავშირის მხარეს, რომელმაც ყველაფერი სცადა. ცოტა ნამეტანი მოთმინება გამოიჩინა, უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვა ამ რეჟიმისგან იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არ შესრულდა. ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით. ეს არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ შეჩერდება. ეს არის ხალხი, ვინც აპროტესტებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვას, იმ გზის გადაკეტვას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. არავის აქვს უფლება ეს გზა გადაგვიკეტოს.

როდესაც ევროკავშირი ამბობს: “ჩვენი კარები ღია რჩება” - ამით რეჟიმს კი არ ესაუბრებიან, ჩვენ გვესაუბრებიან, აქ მდგომ ხალხს. გზა ღიაა. ჩვენზეა, დამოკიდებულია ხალხზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული და ეს საზოგადოება ძალიან ძლიერია. “ქართულ ოცნებას” გაუკვირდა თუ რამდენად ძლიერია საზოგადოება, რამდენად შეუძლია სოლიდარობა და მხნეობა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა პარლამენტთან მყოფი მოშიმშილეებიც მოინახულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა