Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD
War update: 251 clashes on frontline over past day, heaviest fighting continues on Pokrovsk front
Air defense forces shoot down 195 Russian drones
Russian army loses 1,310 troops, two air defense systems in past 24 hours in war against Ukraine

ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში - საქართველომ უნდა გააუქმოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები

04.11.2025 ნახვები: 377

სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში საქართველო მომზადების ადრეულ სტადიასა და მომზადების გარკვეულ დონეს შორისაა, ზედიზედ მეორე წელია, რაც უკუსვლა შეინიშნება, - ამის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების პაკეტში საქართველოს შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.

„საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა, 2024 წლის მომზადების გარკვეულ დონესთან შედარებით დაბლა და ზედიზედ მეორე წელია, რაც უკუსვლა შეინიშნება. გადახედილი სამართლებრივი ჩარჩო ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას და უკან წევს ადრე გატარებულ რეფორმებს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2025 წლის ივნისში მიღებული ცვლილებები ასუსტებს სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას და საფრთხეს უქმნის ძირითადი სასამართლო ინსტიტუტებისა და მოსამართლეების ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ცვლილებები დაჩქარებული პროცედურის მეშვეობით, სათანადო კონსულტაციებისა და სიღრმისეული განხილვის გარეშე მიიღებს.

„ცვლილებები ამძაფრებს სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების რისკებს და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას და ცხრა საფეხურს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადახედილი შემადგენლობისა და არჩევნების წესები, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ შესწორებული რეგულაციები და ინსპექტორის სამსახურის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში ინტეგრირება მნიშვნელოვნად ასუსტებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას. სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა შეზღუდულია 2025 წლის ივნისის ცვლილებებით, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო პროცესებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანიჭებს. ასევე იყო ნეგატიური მოვლენები, მათ შორის 2025 წლის ივნისში ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნა უბრალო უმრავლესობით და წინამორბედის მანდატის დასრულებამდე ოთხი წლით ადრე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა გაუქმდა და შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა კონკურენტი. საქართველომ არ გაითვალისწინა ევროკავშირის ცხრა ნაბიჯში გაწერილი რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მომიტინგეებისთვის დაკისრებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია სასამართლო სისტემას რეპრესიების სისტემის განსახორციელებლად იყენებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ არ გაითვალისწინე კომისიის გასული წლის რეკომენდაციები და შესაბამისად, ისინი ძალაში რჩება. გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები და მიიღოს კანონმდებლობა, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ, რომლებიც ეხება მოსამართლეების გადაყვანას და უზენაესი სასამართლოსთვის შერჩევის პროცესს (მათ შორის ეფექტური სააპელაციო საჩივრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაცია და ჩიხიდან გამოსვლის საწინააღმდეგო მექანიზმი).

ამასთან, კომისიის რეკომენდაციებით:

„საქართველომ უნდა მიიღოს და განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის შეზღუდვების დაწესება მისი წევრების ხელახლა დანიშვნაზე, კერძოდ, ფიქსირებული, არაგანახლებადი ვადებით. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ პროცესში, სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ხელმძღვანელების კანდიდატებისა და ახლად დანიშნული პირებისთვის;

უნდა მიიღოს კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მოიცავს გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის შეცვლას პარლამენტში უბრალო უმრავლესობიდან კვალიფიციური უმრავლესობით; უნდა მოხდეს პროკურატურის შესახებ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციების შემდეგ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა