Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD
War update: 251 clashes on frontline over past day, heaviest fighting continues on Pokrovsk front
Air defense forces shoot down 195 Russian drones
Russian army loses 1,310 troops, two air defense systems in past 24 hours in war against Ukraine

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

03.11.2025 ნახვები: 428

ჰორეკა სექტორი - სასტუმროები, რესტორნები და კაფეები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა 55%-ზე მეტი ქალია, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ დაბალ ან საშუალო პოზიციებზე მუშაობს, მაშინ როცა მენეჯერული თანამდებობები ხშირად კაცების ხელშია.

განსხვავებულია Marriot-ის ბრენდის ქვეშ შემავალი Le Meridian Batumi-ს შემთხვევა, სადაც ხელმძღვანელი პოზიციების 80% ქალებს უჭირავთ. გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ქალი ლიდერების გუნდიც შეიქმნა, რომელსაც 40-მდე წევრი ჰყავს და ერთი წლის განმავლობაში,  თავიანთი აქტივობებით, ბევრ ქალს დააჯერეს საკუთარი შესაძლებლობები.

 

ამასთანავე, თუ ოქტომბერში სასტუმრო Le Meridian-ს ეწვევით, მომღიმარი პერსონალის სამოსზე აუცილებლად შენიშნავთ ვარდისფერ ბაფთას. აქ დასაქმებული ქალებისთვის, ძუძუს კიბოს ყოველწლიური უფასო გამოკვლევები სასტუმროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი და უკვე  6-წლიანი ტრადიციაა.

 

ამ კომპლექსური მიდგომის გამო, Le Meridian Batumi თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

 

“როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე, არ მიფიქრია, რომ გავიმარჯვებდით. მაგრამ, როდესაც კითხვებს ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანზე მქონდა დამაჯერებელი პასუხი. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ საქმეს სწორად ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ეროვნულ ჯილდოს და დიდი მოტივაციაა, პროცესი უკეთესად წარვმართოთ”,- გვიყვება სასტუმროს HR დირექტორი, ნათია სტამბოლიშვილი.

 

ემოციური ინტელექტი, სერვისზე ორიენტირება და დეტალებისადმი  ყურადღება ის უნარებია, რაც ქალებს განსაკუთრებით გამოარჩევთ ამ სექტორში. ნათია ამბობს, რომ სასტუმროში  ყველა თანამშრომლისადმი მიდგომა თანაბარია, მათი სქესის, ასაკის და მრწამსის მიუხედავად.

 

„ჰორეკა სექტორში ყველაფერი სიყვარულზეა აგებული. თუ არ გიყვარს ეს საქმე, დიდხანს ვერ გაჩერდები. უნდა გქონდეს მოტივაცია და  მამოძრავებელი ძალა“.

 

მისივე თქმით, სასტუმროს წარმატება მხოლოდ მენეჯმენტის დამსახურება არაა.

 

„რომ გააჩეროთ აქ დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი, ჭურჭლის მრეცხავი თუ გენერალური მენეჯერი, ორივე გეტყვით, რომ თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს და მათი როლი სასტუმროში გადამწყვეტია. ეს ნამდვილად სიმართლეა. რომელიმე რომ გამოაკლო, სისტემა ვერ იმუშავებს“,-გვიყვება ნათია.

 

Le Meridian Batumi-ს მაგალითი აჩვენებს, რომ თანასწორობა მაშინ ხდება რეალობა, როცა ის ყოველდღიურ პროცესად იქცევა-  არა მხოლოდ ქაღალდზე გაცხადებულ პოლიტიკად, არამედ- სწორ ღირებულებად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა