შსს-მ ვებგვერდზე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებიც გამოაქვეყნა
შსს, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ისაკო დევიძე დააკავეს
ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს
პროკურატურა - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიტაცება სურს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს
Drone operators destroy Russian Black Eye EW system, antenna in Pokrovsk sector

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

29.10.2025 ნახვები: 320

 

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში ზეთისხილის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი ქარხანა - სვანიძის ზეთისხილის საწარმო - გაიხსნა. ობიექტი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე მდებარეობს და დღეში 150 ტონა ზეთისხილს გადაამუშავებს.

7-მილიონიან პროექტში თიბისის დაფინანსება 5 მილიონი ლარია. თანხა კომპანიამ ქარხნის მშენებლობისა და დანადგარების შესაძენად გამოიყენა.  

2 400 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი თანამშრომელთა რიცხვი 150-მდე გაიზრდება. ქარხანა 100%-ით ნატურალურ ზეთისხილის ზეთსა და მარინადს აწარმოებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია ექსპორტი. ახალი საწარმო ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აშენებული და აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების დანადგარებით, გერმანული და იტალიური საწარმოო სისტემებით.

თიბისი და „სვანიძე ჰოლდინგი“ 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. პარტნიორობის ფარგლებში 108 ჰექტარი ზეთისხილის ბაღებია გაშენებული, სამომავლოდ კი ფართობი 300 ჰექტარს გადააჭარბებს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს 900 ჰა-ზე გაშენებული ბაღების მოვლის დაფინანსებასა და მექანიზაციის შეძენის ხარჯებს.

„ზეთისხილის კულტურა საქართველოსთვის ახალი მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ სწორედ თიბისი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დარგის პოტენციალი დაინახა და სექტორის განვითარებას დაუჭირა მხარი. ამ ნაბიჯით ადგილობრივ წარმოებას და ექსპორტსაც შევუწყეთ ხელი. დარწმუნებული ვარ, „სვანიძის ზეთისხილის“ ქარხანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. აგრარული მიმართულების, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის, მხარდაჭერა თიბისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი სოფლის მეურნეობის სექტორში 38%-ით, 330 მილიონი ლარით, გაიზარდა და 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ეს ქარხანა მხოლოდ ზეთისხილის ზეთის წარმოების სივრცე არ არის - ეს არის საქართველოს შესაძლებლობის დემონსტრაცია, რომ ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ შეშის ენერგიაზე, ბუნებრივი წარმოების გზით. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების ზეთისხილის მოსავალს ჩაიბარებს. ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ”, - გიორგი სვანიძე, „სვანიძის ზეთისხილის“დამფუძნებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა