პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია

28.10.2025 ნახვები: 441

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სავარაუდო გადაწყვეტილებას შეეხებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ის მოინდომებს ახალი პარტიის შექმნას.

ამასთან, კითხვაზე შესაძლოა თუ არა, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელის მიხედვით არაკონსტიტუციური პარტიების მემკვიდრე პარტიად იყოს აღქმული, პაპუაშვილის თქმით, „პირველ ეტაპზე ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი გუნდის სარჩელი წარმოებაში უნდა მიიღოს“.

„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ. არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არ მივიჩნიოთ, ჩვენი გადმოსახედიდან. პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებით, ვნახოთ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა. მივიდეთ ჯერ პროცესამდე. საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა