პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გახარიას პარტიის წინააღმდეგ სარჩელის შეუტანლობის მიზეზი მათი საპარლამენტი საქმიანობაა

28.10.2025 ნახვები: 394

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება მათი საკონსტიტუციო სარჩელი პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

„3 პარტიას ეხება, თუმცა ამავე დროს მიგითითეთ, რომ არიან ამ პარტიებთან დაკავშირებული პარტიები, მაგრამ ვინაიდან ერთ-ერთი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტით დამკვიდრებული კრიტერიუმი არის, რომ პარტია არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომ, ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ საჩივარი არ გვაქვს.

რაც შეეხება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა - პირველი არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდეც და ამ მხრივ, ამ არგუმენტისაგანაც თავი გაითავისუფლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.

„ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება, მაგალითად, „ლელოსთან“ დაკავშირებით ის არის, რომ იყვნენ არჩევნების საბოტაჟის, არჩევნების არაღიარების მონაწილეები და დღესაც გაუქმებული აქვთ მანდატები. ამიტომ, ეს სამართლებრივი ხაზი „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიასთან დაკავშირებით ორი მიზეზის გამო არ არის. მართალია არ დადიოდნენ, თუმცა, მანდატები შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, პარლამენტში აქტიური სამუშაო განაახლეს, სამართლებრივად დაიძვრინეს თავი. არის ორი პროცესი, ერთი არის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 500-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომელზეც რეზოლუციაც არის მომზადებული და რომელმაც პოლიტიკური შეფასება მისცა სხვადასხვა საკითხს. რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელს, ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია ამ ანგარიშზე დაყრდნობით და პარლამენტმა საკუთარი პოლიტიკური შეფასება მისცა ყველას ქცევას, მათ შორის გახარიას პარტიას და სხვებს. ახლა ჩვენ გადავდივართ სამართლებრივ შეფასებაზე. აქ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მტკიცებულებები, მყარი სამართლებრივი არგუმენტები, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიაროს. სადაც გვქონდა მტკიცებულებები და მყარი სამართლებრივი არგუმენტები, იმ პარტიებთან დაკავშირებით მივმართავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა