ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
გოჩა მირცხულავა: ეკლესიას ილია II-ს გარეშე - ოთხი უმძიმესი გამოწვევა
პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს

სალომე ზურაბიშვილი - 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიქნებით ერთად

24.10.2025 ნახვები: 619

ჩვენ დღეს ვართ იმის მოწმე, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბერს ერთად დგომისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

„26 ოქტომბრიდან გავიდა, თითქმის, 1 წელი. 1 წელი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული წელია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ამ დღეებში არა თუ გრძელდება არამედ კიდევ უფრო დამძიმდა, ისტერიკული რეპრესიები რეჟიმიდან, ისტერიული რეპრესიები მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ. ეცადნენ, რომ გადაეყვანათ არამშვიდობიან სცენარზე, მაგრამ არც ეს გამოუვიდა რეჟიმს და ყველანაირად, ყველა ფორმით უდანაშაულო ადამიანების დაჭერებით, დაჯარიმებით, დაშინებით ცდილობენ, რომ ის პროტესტი, რომელიც გრძელდება, ჩაახშონ.

გრძელდება რეპრესიები და ახალი რუსული კანონები. ეს რუსული მოდელი ყველაფერში ვრცელდება და ახლა ველოდებით, რომ მიღებული იქნება ის კანონი, რომელიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებსა და პარტიის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას.

ეს არის ამ პოლიტიკური რეპრესიებისა და რუსული სცენარის განვითარების კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ჩვენ ამ ერთი წლის მანძილზე ვნახეთ, თუმცა ბევრად უფრო დაჩქარებულად, ვიდრე ეს ვნახეთ თავის დროზე რუსეთში.

საქართველო შედის რუსეთის სივრცეში, რადგან აქ სანქცირებული გემები შემოდიან, რომლებსაც სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ. ჩვენ ვართ გზა რუსეთისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს და ამით საქართველო ხდება ერთგვარი ნაცრისფერი კრიმინალური ზონა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ამ ერთი წლის მანძილზე რეჟიმმა ვერაფერს ვერ მიაღწია. ვერ მიაღწია იმას, რომ დაერღვია საერთაშორისო იზოლაცია. ვერ ჩაახშო საზოგადოების პროტესტი და ვერც ქვეყანას მართავს. ეს ქვეყანა აღარ არის მართული. ეს რეჟიმი არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას და რაც მთავარია, ჩვენ დღეს ვართ იმის მოწმე, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება. ეს არის შიდა დაპირისპირება. რაც არ უნდა ანტიკორუფციულად „გაასაღონ”, ეს არის შიდა კრიმინალური გარჩევები. შიგნით არის სრული უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, ბატონი ივანიშვილისა და მისი უახლოესი ადამიანების მიმართ. არანაირი ნდობა, რომელიც იყო ამ ე.წ. გუნდის საფუძველი, აღარ არსებობს.

ეს არის ბოლო ეტაპი, რომელსაც ვუყურებთ და უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენგან საჭიროა გამძლეობა ამ რეპრესიების ფონზე, კიდევ მეტი სოლიდარობა, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი თვისება და ამას ნამდვილად ვაჩვენებთ.

26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიქნებით ერთად და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ პროტესტიო არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა