შსს-მ ვებგვერდზე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებიც გამოაქვეყნა
შსს, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ისაკო დევიძე დააკავეს
ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს
პროკურატურა - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიტაცება სურს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს
Drone operators destroy Russian Black Eye EW system, antenna in Pokrovsk sector

ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი - ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია

24.10.2025 ნახვები: 372

ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის. უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა [გირაოს თანხა], - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 6 მილიონი, რის უკანონოდ მიღებასაც საგამოძიებო უწყებები ირაკლი ღარიბაშვილს ედავებიან, 9 წლის განმავლობაში ბიზნესში ნორმალური თანხაა.

„დღეს ომი რომ არ არის, ზუსტად ეგ მოუტანა მან [ირაკლი ღარიბაშვილმა]. ეს არგუმენტი იყო პიროვნების დამახასიათებელი ნაწილი. რაც შეეხება 4 ოქტომბერს და ღალატს, რაზე მივანიშნებდი და საზოგადოებაში არსებულ ნარატივზე, თითქოს ვიღაცამ ვიღაცას უღალატა და ღალატი, მე მგონი, ღვინის ინდუსტრია არ არის.

მანქანა იყო, ქარხანა იყო თუ მიწა იყო, თუ რაც იყო, მოხდება თუ არა ჩამორთმევა, ეს არ არის ჩვენი, დაცვის გადასაწყვეტი, ეს არის ბრალდების გადასაწყვეტი... ბიძინა ივანიშვილის სახლის ნაჩუქრობა და ა.შ. აქ არაფერ შუაში არაა. ჯერჯერობით არ ვიცი, რით მოხდება გირაოს გადახდა, ეს ქონების უზრუნველყოფა იქნება თუ თანხის შეტანა იქნება, თუ რაც იქნება, უნდა დავსხდეთ, გავისაუბროთ, რისი შესაძლებლობაა, ვის შეიძლება გამოართვა.

ოქროს ზოდი ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰქონია, რომ ვიცოდე ოქროს ზოდს გაყიდის და გირაოს გადაიხდის. 6 მილიონი 9 წლის განმავლობაში ნორმალური თანხაა ბიზნესში. სადაა ის საათები და რაღაცებს რომ აჩვენებდით? ამოღებულ ნივთებში სადაა? ოქმში ამოღებულია თქვენ მიერ ხსენებული თანხა, მობილური ტელეფონები და ლეპტოპი,“ - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა