ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
გოჩა მირცხულავა: ეკლესიას ილია II-ს გარეშე - ოთხი უმძიმესი გამოწვევა
პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს

უკრაინამ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას Storm Shadow-ს რაკეტებით დაარტყა

22.10.2025 ნახვები: 383

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„21 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ჯარებთან, საზღვაო ფლოტთან და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა. მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მოიცავდა Storm Shadow-ს საჰაერო რაკეტებს, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა დაძლიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგები ზუსტდება.

გენერალური შტაბი განმარტავს, რომ ბრიანსკის ქიმიური ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ობიექტი აწარმოებს დენთს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სარაკეტო საწვავის კომპონენტებს, კერძოდ, საბრძოლო მასალისა და რაკეტებისთვის, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისთვის იყენებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა