უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

ნახვები: 474 თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

8-9 ოქტომბერს, ტაშკენტმა ბიზნესკონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა”. ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაცია, მთავარი მხარდამჭერი კი - თიბისი იყო.

50-მდე მონაწილე ქართული კომპანია ორი დღის განმავლობაში ასობით პოტენციურ პარტნიორს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება გააცნო. კონფერენცია  მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება აქვს დაგეგმილი.

უზბეკეთის მრავალმილიონიანი ბაზარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა, როდესაც ქვეყანაში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა. განსაკუთრებით გაიზარდა ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს შესაძლებლობა კარგად დაინახა პროფესიონალთა გუნდმა, რომელსაც საქართველოში 8-წლიანი გამოცდილება აქვს და გამოფენაზე ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი.

„ორივე კომპანია: ,,ელექტრაფეი’’ – საგადახდო სერვისების პროვაიდერი და ,,კოინმანია’’– ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დაინტერესებულ პირებს გავაცანით ორი პროდუქტი: კრიპტოსაფულე და კრიპტოს კონვერტაციით გადახდის სერვისი. მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველს ვირტუალურ აქტივს, ხოლო ბიზნესი იღებს თანხას ეროვნულ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსერვისები კომპლექსური დარგია, ჩვენი სერვისები სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა. ჩვენი პროდუქტი მორგებულია როგორც ბიზნესის, ისე - ფიზიკური პირების ინტერესებსა და ტექნოლოგიურ საჭიროებებს. ვფიქრობთ, უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვიქნებით“, - თათული ქოჩაკიძე. 

ბიზნესკონფერენცია საინტერესო და ერთგვარი მოტივატორი აღმოჩნდა კომპანია „ვეზირისთვის“, რომელიც ქართულ ბაზარზე 30 წელია ოპერირებს ტელეკომუნიკაციის, IT და უსაფრთხოების მიმართულებით.

„გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ პარტნიორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად. გვქონდა შეხვედრები რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენელთან. ‘’ვეზირი’’ ეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში, როგორიცაა ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, სახის ამოცნობა, ხანძრის სისტემები. საქართველოში რამდენიმე სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოება ჩვენ მიერ არის უზრუნველყოფილი. ამჟამად, თიბისის სათავო ოფისზე ვმუშაობთ. უზბეკეთმა ახლახან დაამტკიცა AI განვითარების სტრატეგია და გვინდა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, -დავით ანთაძე.

ღონისძიების  ერთ-ერთი მონაწილე, „კონსიერჟ თბილისი“ პრემიალურ სეგმენტს ყველა „დახურული კარის“ გაღებას ჰპირდება.

„ჩვენ ვქმნით გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს. თითოეულ მომხმარებელს მასზე მორგებულ თავგადასავალს  და აღმოჩენებს ვპირდებით. მას შეუძლია მოხვდეს დახურულ  ელიტურ წვეულებაზე, ან სურვილის შემთხვევაში, ყველაზე უკაცრიელ ადგილას. სპეციალურად ბაზარზე შემოვიყვანეთ ღამის კონსიერჟი. ჩვენ შერეულ სეგმენტზე ვმუშაობთ. უზბეკეთის ბაზარი იმითაც გამოირჩევა, რომ არ უყვართ ბევრი ფიქრი გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან მალე უნდათ კონკრეტული პროდუქტი. ჩვენ კი  დიდი გამოცდილებით და ცოდნით შემოვდივართ აზიურ ბაზარზე“, -ნინო სხირტლაძე.

კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამიტომ ეწვია ტაშკენტს „ანოვას“ გუნდი.

“ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის განვითარებას იმ კუთხით, რომ მათ ისეთ ინფორმაციას ვაწვდით, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის სჭირდებათ. „ანოვას“ პროდუქტით მსხვილი ბიზნესი ინტერესდება და მრავალპროფილურ კვლევას ვატარებთ. თავს ვიწონებთ და ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესებს ღირებულ პროდუქტს ვთავაზობთ. უზბეკური ბაზარი არის ახალი გახსნილი და ბევრი თავისუფალი ნიშაა.სადაც ბიზნესი ვითარდება, იქ კვლევისა და კონსულტაციის საჭიროება ჩნდება. შესაბამისად, ჩვენი მომსახურებაც აქტუალური ხდება“, - ხათუნა მაღლაკელიძე.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა