შსს-მ ვებგვერდზე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებიც გამოაქვეყნა
შსს, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ისაკო დევიძე დააკავეს
ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს
პროკურატურა - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიტაცება სურს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს
Drone operators destroy Russian Black Eye EW system, antenna in Pokrovsk sector

ემანუელ მაკრონი - თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ

21.10.2025 ნახვები: 287

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დროს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, - Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, კარგია, რომ ტრამპი და პუტინი ხვდებიან „ორმხრივი დღის წესრიგის“ განსახილველად, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა მის მომავალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საუბარში ჩართული უნდა იყოს.

„თუ ისინი უკრაინის ბედს განიხილავენ, უკრაინელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. თუ ისინი ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენენ, ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ“, - აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უნგრეთში შეხვდება. ტრამპმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა